LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ დატენოთ სმარტფონი ღამით

40

მიუხედავად იმისა, რომ სმარტფონები ჩვენს ცხოვრებაში საკმაოდ დიდ ადგილს იკავებს და ისინი უკვე ყოველდღიურობასაც წარმოადგენენ, არსებობს ნიუანსები, რომლის შესახებაც ბევრმა მომხმარებელმა არ იცის.

მაგალითად, სპეციალისტები იმ საფრთხეზე ალაპარაკდნენ, რაც მოწყობილობის ღამით დატენვას მოსდევს. მათი თქმით, არ უნდა დავივიწყოთ, რომ აკუმულატორი დატენვის გარკვეულ რეჟიმზეა გათვლილი. როდესაც ეკრანზე ვხედავთ შესაბამის ნიშანს, სმარტფონი დენის წყაროდან უნდა გამოვრთოთ. ღამით კი, როდესაც კონტროლი შუძლებელია, ბატარეა გადახურდება და იმაზე ადრე შეწყვეტს ფუნქციონირებას, ვიდრე წარმოვიდგენდით. უფრო მოკლედ კი, 6-8 საათიანი დატენვა, აკუმულატორისთვის დამღუპველია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები