LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ დავიშლებით, ვიდრე სააკაშვილს არ აღუდგება საქართველოს მოქალაქეობა, მას უნდა მიეცეს პოლიტიკური საქმიანობის სრული თავისუფლება: მურმან დუმბაძე

112
მურმან დუმბაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი მურმან დუმბაძე აცხადებს, რომ „არ დაიშლებიან, ვიდრე სააკაშვილს არ აღუდგება საქართველოს მოქალაქეობა“. მისივე განმარტებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს „უნდა მიეცეს პოლიტიკური საქმიანობის სრული თავისუფლება“.

როგორც მურმან დუმბაძემ პარლამენტის შენობის წინ, ოთხი ოპოზიციური პარტიის მიერ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მათ მიხეილ სააკაშვილი, როგორც მოქმედი პოლიტიკოსი, სჭირდებათ.

„არასდროს არ მითქვამს, მიშა მოხვდება საავადმყოფოში და გავჩერდებით, არა. მიშა არ გვჭირდება საავადმყოფოში, მიშა გვჭირდება აქ, გარეთ, მოქმედი პოლიტიკოსი, მოქმედ საქართველოში.

კიდევ ერთხელ ჩვენს გონებაში შევუშვათ, არ დავიშლებით, ვიდრე საქართველოს მესამე პრეზიდენტს არ აღუდგება საქართველოს მოქალაქეობა. უკრაინის მოქალაქეს ვმკურნალობთ საავადმყოფოში, თუ რა გვჭირს? ეს ხომ პოლიტიკური საკითხია, ძალიან მარტივი საკითხი. პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, კაცმა, რომელმაც დააფუძნა თანამედროვე ქართული სახელმწიფო, მას ერგება საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ქალბატონო სალომე, ისრები გადმოვა თქვენკენ, მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, ნუ უჯერებთ იმ ცრუ ივანიშვილს.

მეორე ამოცანაა, საქართველოს მესამე პრეზიდენტს უნდა მიეცეს საქართველოშივე პოლიტიკური საქმიანობის სრული თავისუფლება. ძალიან მარტივი მოთხოვნაა, ხომ იძახით, არ გვეშინია, ხომ იძახით, გულადები ვართ, ხომ იძახით, ეს ქვეყანა ჩვენი ასაწყობია, მიეცით ადამიანს საშუალება, იმოქმედოს თავისუფლად. მიეცით საქართველოს მოქალაქის პასპორტი და საშუალება, რომ საქართველოში გადაადგილდეს თავისუფლად, არავითარი რთული მოთხოვნა ეს არ არის“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g