“ქართულ ოცნებასთან” არავითარ შემთხვევაში არ დავჯდებით ინდივიდუალურ მოლაპარაკებაზე, ეს არის ამ მაგიდის აყირავება”,-ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ “რუსთავი2”-ის ეთერში განაცხადა.
ის მოლაპარაკების ამგვარ ფორმატს “დიდ შეცდომას” უწოდებს და ამბობს, რომ ეს მედიატორის უგულებელყოფაა და უპატივცემულობა იქნება.
“რომელ ინდივიდუალურ მოლაპარაკებაზე უნდა დაჯდეს, როცა პრეზიდენტი მიშელის ფორმატით მიმდინარეობს მოლაპარაკება, რას ნიშნავს რომ ცალკე გავიდეთ და ცალკე თვალები ვუპაჭუნოთ “ქართულ ოცნებას”? ეს ხომ წარმოუდგენელია. ეს არის დიდი შეცდომა, ეს არის იმ მედიატორის უგულებელყოფა და უპატივცემულობა, რომელმაც შენი გულისთვის ამხელა ენერგია ჩადო, თავისი პოლიტიკური კაპიტალი ჩადო და მას ახლა ვუთხრათ, რომ შენი შუამავლობით ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ და ცალკე დაველაპარაკოთ ბატონ კობახიძეს და მდინარაძეს, ეს ხომ გამორიცხულია,” – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.