“არ დავუშვებთ, რომ თბილისის ქონება ასე განიავდეს და ერთი კაცის ნება სურვილის მიხედვით დარიგდეს,” – ამის შესახებ ენმ-ის თბილისის მერობის კანდიდატმა, ზალიკო უდუმაშვილმა, საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
“ნაციონალური მოძრაობა” მოითხოვს, პუშკინის სკვერის მიმდებარედ და თაბორის მთაზე არსებულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით მერიამ გასხვისების გადაწყვეტილება არ მიიღოს და საკითხი უკან, საკრებულოში დაბრუნდეს.
“ახლა სწორედ მერიამ უნდა გადაწყვიტოს, რომ ეს ქონება, რომელსაც საკრებულომ სტატუსი შეუცვალა, გადაწყვიტოს მისი გასხვისება ბიძინა ივანიშვილზე და დაუბრუნოს საკრებულოს დოკუმენტი განსახილველად. ამიტომ ვართ აქ, რომ მერიას არ მივცეთ საშუალება, ეს გადაწყვეტილება მიიღოს.
“არჩევნების შემდეგ, ბუნებრივია, ეს ყველაფერი შეიცვლება, მაგრამ არჩევნებამდე უნდა გავაჩეროთ ამ გადაწყვეტილების მიღება,” – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
მისივე თქმით, აქციები ერთჯერადი იქნება, თუ კიდევ გამართავენ, მერიაზე იქნებდა დამოკიდებული.
“თუ მერია წამოვა ჩვენს წინადადებაზე, ბუნებრივია, შევწყვეტთ აქციებს, მაგრამ თუ არ წამოვა, ეს აქციები პერმანენტული, უფრო ძლიერი და ხმამაღალი იქნება,” – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.