ჰოლივუდის ვეტერანი, 81 წლის მაიკლ დუგლასი ქალიშვილთან ქერისთან ერთად ნიუ-იორკში გამართულ PAC NYC Icons of Culture Gala-ზე გამოჩნდნენ. მაიკლი ელეგანტურად გამოიყურებოდა კლასიკურ შავ კოსტიუმში. 22 წლის გოგონა კი შავ, თხელ ბრეტელებიან მიდი-კაბაში პოზირებდა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ვერ დაესწრო კეტრინ ზეტა-ჯონსი. როგორც გამოცემა PEOPLE იტყობინება, „ის დაკავებული იყო და დრო არ ჰქონდა ღონისძიებაზე მოსავლელად“.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის გაზაფხულზე მედიაში ყველასთვის მოულოდნელი ინფორმაცია გავრცელდა. წყაროს ცნობით, 25 წლიანი ქორწინების შემდეგ, მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა-ჯონსი განქორწინების ზღვარზე იმყოფებოდნენ.
 
                 
                 
                 
				 
															
 
															 
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
 