LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ გამოგრჩეთ საქართველოს ბანკის კამპანია „საკუთარ თავთან გზავნილი“ – მიიღეთ შანსი, მოიგოთ 1000 ან 10 000 ლარი

115
საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკის კამპანიის „საკუთარ თავთან გზავნილი“ ფარგლებში, შესაძლებლობა გაქვთ, მობილბანკში გზავნილის განაღდებით ყოველდღიურად 1000 ლარი, ხოლო კამპანიის ბოლოს სუპერ პრიზი – 10 000 ლარი მოიგოთ. აქცია 20 დეკემბრის ჩათვლით გრძელდება. 

აღნიშნულ კამპანიას სხვადასხვა ქვეყნიდან (აშშ, იტალია, გერმანია, საბერძნეთი, ირლანდია, ისრაელი, ნიდერლანდები, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი) უკვე 42 გამარჯვებული ჰყავს, რომლებმაც 1000 ლარიანი პრიზები მიიღეს.

როგორ მიიღოთ მონაწილეობა?

კამპანიაში ჩართვა მარტივია:

  • უნდა იყოთ საქართველოს ბანკის მომხმარებელი;
  • გაუგზავნოთ გზავნილი საკუთარ თავს;
  • გაანაღდოთ გზავნილი საქართველოს ბანკის მობილბანკში ან ინტერნეტბანკში;
  • ამით გათამაშებაში ავტომატურად ერთვებით.

*ინფორმაციისთვის, კამპანიაში მონაწილეობას ვერ შეძლებენ SOLO და Wealth Management (WM) მომხმარებლები.

როგორ გროვდება გათამაშების ბილეთები?

ყოველი მიღებული 150 ლარი (ან მისი ეკვივალენტი სხვა ვალუტაში) გათამაშების ერთი ბილეთია. ბილეთები კი ავტომატურად გროვდება.

მაგალითად, თუ გზავნილით 600 ლარს მიიღებთ და გაანაღდებთ, გათამაშების 4 ბილეთს დააგროვებთ.

რა შეგიძლიათ მოიგოთ?

  • ყოველდღე თამაშდება 1000 ლარი

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ყოველდღიური 1000 ლარის მოგების შანსი გეძლევათ მხოლოდ იმ დღეს, როცა გზავნილს გაანაღდებთ. მაგალითად, ორშაბათს განაღდებული თანხა და მიღებული ბილეთი მხოლოდ ორშაბათის გათამაშებაში მონაწილეობს.

  • 20 დეკემბერს კი გათამაშდება მთავარი პრიზი – 10 000 ლარი.

ამ ეტაპზე თქვენ მიერ დაგროვებული ყველა ბილეთი გააქტიურდება, რაც მოგების შანსს მაქსიმალურად ზრდის;

  • კამპანიის ფარგლებში შეგიძლიათ ერთხელ მოიგოთ ყოველდღიური პრიზი – 1000 ლარი და ერთხელ სუპერ პრიზი – 10,000 ლარი.

რატომ სჯობს გზავნილის განაღდება მობილბანკით?

მობილბანკით გზავნილის განაღდება ყოველთვის უფრო კომფორტული და მარტივია.

გზავნილის კამპანიის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციას ამ ბმულზე იპოვით.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g