LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ გამოვრიცხავ, პარლამენტში უმრავლესობა დაიშალოს – “ქართულ ოცნებაში” უფრო და უფრო მეტი ადამიანია უკმაყოფილო პარტიის გადაწყვეტილებებით: ვაშაძე

81
გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე არ გამორიცხავს, რომ პარლამენტში უმრავლესობა დაიშალოს და ახალი უმრავლესობა ჩამოყალიბდეს.

ამის შესახებ ვაშაძემ სამი დეპუტატისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხზე საუბრის დროს განაცხადა და აღნიშნა, რომ “ქართულ ოცნებაში” სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანია უკმაყოფილო იმ გადაწყვეტილებებით, რასაც პარტია იღებს.

ვაშაძის შეფასებით, მმართველი ძალა მანდატებს რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეუწყვეტს, რომ პარლამენტში ოპოზიციური წარმომადგენლობა დაასუსტოს:

“არ გამოვრიცხავ, რომ პარლამენტში დაიშალოს უმრავლესობა და ჩამოყალიბდეს ახალი უმრავლესობა, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანია “ქართულ ოცნებაში” უკმაყოფილო იმ გადაწყვეტილებებით, რასაც პარტია იღებს.

მანდატების შეწყვეტაზე გადაწყვეტილება პოლიტიკურია. ეს უკავშირდება ძლიერი ოპოზიციის არსებობას პარლამენტში. 50 ხმა არის ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი ოპოზიციის ხელში. შესაბამისად, მანდატებს რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეუწყვეტენ, რომ პარლამენტში ოპოზიციური წარმომადგენლობა დაასუსტონ.

ეს არის “ქართული ოცნების” ამოცანა. მე არ გამოვრიცხავ, პარლამენტში ახალი უმრავლესობის ჩამოყალიბებას, “ქართული ოცნების” უმრავლესობის დაშლას, მაგრამ რაც ნაკლები ხმა გვექნება ოპოზიციის მხარეს, მით ნაკლები შანსი იქნება უმრავლესობის ჩამოყალიბების. მე ბევრი ინფორმაცია მაქვს ამაზე, ბევრ ანალიზს ვაკეთებ და დღეს, ხვალ შეიძლება ეს არ მოხდეს, მაგრამ მონოპოლიური ძალაუფლების რღვევა საკრებულოებში 19 აპრილის შეთანხმებამ გამოიწვია. რაც შეეხება პარლამენტს, რამდენიმე ხმაზე დგას “ქართული ოცნების” უმრავლესობა, წინა კვირას 3 კაცი ავად გახდა და ფაქტობრივად, სასესიო კვირა შეჩერდა, დიდხანს ეს ვერ გასტანს”, – განაცხადა ვაშაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g