LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენი ამომრჩევლისგან დადგეს კითხვები ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით“ – ბაჩო დოლიძე ლევან ხაბეიშვილზე

135
Untitled design (2)

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ბაჩო დოლიძე „არ გამორიცხავს, რომ მათი ამომრჩევლების მხრიდან, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დადგეს“.  როგორც ბაჩო დოლიძე აცხადებს, „თითოეულ ადამიანს, რომელიც ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკას არ იზიარებდა, კარები დაუკეტეს“.

მისივე თქმით, ლევან ხაბეიშვილის დაპირებები ცრუ აღმოჩნდა.

„საერთოდ არავითარი კომუნიკაცია არ ყოფილა სამწუხაროდ, არა მარტო ჩვენთან მიმართებაში, ვინც წინა ხაზზე ვიყავით, თითოეულ ადამიანს, რომელიც არ იზიარებდა მათ პოლიტიკას, ყველას დაუკეტეს კარები. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ხალხი და აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ ოფისი გაიხსნა. ეს გაძლიერებისთვის კეთდება.

მინდა შევახსენო, რომ მე რომ ანალოგიური კამპანია მეწარმოებინა და მეთქვა, რომ ჩემი არჩევის შემდგომ 2 დღეში მიხეილ სააკაშვილს გავათავისუფლებ და ამას ვიზამ, იმას ვიზამ, თუ დასჭირდა ძალისმიერი მეთოდით, მანდ, რა თქმა უნდა, ნებისმიერი გაიმარჯვებდა. შესაბამისად, როდესაც ეს არ კეთდება, მე არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენი ამომრჩევლისგან დადგეს კითხვები ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ ზოგადად, როდესაც ცრუ დაპირებებით მოდიხარ, მერე პრობლემები იქმნება. არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენი ამომრჩევლის მხრიდან ეს ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დადგეს“, – განაცხადა დოლიძემ „რუსთავი2“-თან საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები