”დარშმტადტი” გულშემატკივრებს, რომელთაც დაბალი შემოსავლები აქვთ, აბონემენტს უფასოდ დაურიგებს.
ბუნდესლიგის სტარტის წინ ”დარშმტადტმა” აქციის შესახებ გამოაცხადა, რომელიც მიმართულია ამავე სახელწოდების ქალაქის მცირეშემოსავლიან ნაწილსა და უბრალოდ გუნდის ქომაგებზე.
”ბელენფალტორის” ტრიბუნებზე 17 ათასი მაყურებელი ეტევა და აწი მათ შორის იქნებიან უქონელი გულშემტკივრები, პენსიონერები, ბავშვები და მოზარდები მრავალშვილიანი ოჯახებიდან – ასეთი კატეგორიის მოქალაქეებისთვის კლუბი უფასო აბონემენტებს გამოყოფს, ასაჯაროებს მშვენიერ მოფიქრებას ”კიკერი”.
”დარშმტადტი” მხოლოდ მეორე სეზონს ატარებს მთავარ ბუნდესლიგაში. გასულ სეზონში გუნდმა 38 ქულა მოაგროვა და მე-14 ადგილზე გავიდა.