LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ გვაინტერესებს, რა თქვა პრემიერმა, ჩვენ გვაქვს უპირობო მოთხოვნა, უნდა ჩავიბაროთ მისი გადადგომა: სანაია

172
1

“არ გვაინტერესებს რა თქვა პრემიერ-მინისტრმა, დღეს ის არ ადგენს პირობებს. ჩვენ გვაქვს უპირობო მოთხოვნა, ჩვენ უნდა ჩავიბაროთ პრემიერ-მინისტრის გადადგომა.” – ამის შესახებ “ტვ პირველის” ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ საკანონმდებლო ორგაონსთან განაცხადა.

სანაია აცხადებს, რომ მედიასაშუალებების წარმომადგენლებისა და საზოგადოების მოთხოვნა უცვლელი რჩება და ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა უნდა დატოვოს:

“ჩვენ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საზოგადოებას, რომ დღეს ვიკრიბებით 18:00 საათზე. დღეს, ასევე იქნება ძალიან აქტიური დღე. არ გვაინტერესებს რა თქვა პრემიერ-მინისტრმა, დღეს ის არ ადგენს პირობებს. ჩვენ გვაქვს უპირობო მოთხოვნა, ჩვენ უნდა ჩავიბაროთ პრემიერ-მინისტრის გადადგომა, რა დროც არ უნდა დაგვჭირდეს ამისთვის. ჩვენ აქედან არ წავალთ.” – თქვა სანაიამ.

შეგახსენებთ, ხმაური პარლამენტის უკანა შესასვლელთან, სადაც მედიასაშუალებების წარმომადგენლები არიან შეკრებილები და პარლამენტში შესვლას ითხოვენ.

გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე მედიის წარმომადგენლებმა მთავრობას გადადგომისთვის ვადა დღეს 12:00 საათამდე მისცეს და თქვეს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავ შეიკრიბებპდნენ და საღამოს 18:00 საათზე პარლამენტთან აქციას გამართავდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g