LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ გვაქვს უკრაინის დაზვერვის ინფორმაცია, რომ საქართველო რუსეთს სანქციების აცილებაში ეხმარება: ბრიტანეთის ელჩი საქართველოში

111
მარკ კლეიტონი

დიდი ბრიტანეთის ელჩის ინფორმაციით, მათ არ აქვთ ინფორმაცია უკრაინის დაზვერვის მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარებოდა.

ამის შესახებ მარკ კლეიტონმა “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში განაცხადა

ელჩის შეფასებით, საქართველო თავის როლს ასრულებს სანქციების უპრეცედენტო პაკეტის დაცვაში, რომელიც დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ აამოქმედა.

“მე გავეცანი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას და სპეკულაციებს ამის შესახებ, მაგრამ ასევე ყურადღებას გავამახვილებ ფინანსთა მინისტრის განცხადებაზე. რაც ვნახე, საქართველოს ეროვნული ბანკი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო არ იყოს გამოყენებული, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ფინანსური სანქციების თავიდან აცილების ადგილად. ჩვენ ვნახეთ მართლაც სწრაფი ქმედება.” – აცხადებს მარკ კლეიტონი

მარკ კლეიტონის განცხადებით, კონფლიქტის დაწყების შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა რუსული ბანკებიდან 900 მილიარდ ფუნტზე მეტი აქტივები გააყინა

“ჩვენ ვიმუშავეთ სხვებთან ერთად, რათა ისინი SWIFT-ის საერთაშორისო საბანკო სისტემიდან გამოგვერიცხა. ჩვენ გავყინეთ 260 000 000 ფუნტ სტერლინგზე მეტი უცხოური ვალუტის რეზერვი. გარდა ამისა, ჩვენ დავაწესეთ სანქციები 1600-ზე მეტ პირის წინააღმდეგ და შევზღუდეთ რუსეთთან ვაჭრობა კონკრეტულ სექტორებში. ეს ყველაფერი გამიზნულია ამ არაპროვოცირებული შეჭრის საფასურის დაწესებისა და პუტინის ომის მანქანისთვის სახსრების ჩამორთმევის მიზნით.” – აცხადებს კლეიტონი.

პოპულარულები