საქართველოს საელჩო ისრაელში ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ბავშვების ემოციური ვიდეოს ავრცელებს.
“არ გვეშინია, ყველაფერი კარგად იქნება”.. “მშვიდობა ისრაელს და მთელ მსოფლიოს”.. “მადლობა თანადგომისთვის”, – ამ გზავნილებს პატარები საქართველოში გზავნიან.
“ამ მცირე კოლაჟით, ისრაელში მყოფ ქართველ ბავშვებს სურთ საქართველოში გაგამხნევონ!
ქვეყნის სამხრეთი ახლაც სარაკეტო დარტყმის ქვეშაა. ყველაფერი კარგად იქნება”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.