LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ გვქონდა ისეთი ურთიერთობა, ერთმანეთს არ დავლაპარაკებოდით: კახა კალაძე “თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომლების გაფიცვას გამოეხმაურა

460
დასუფთავების სამსახური

“თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომლების ნაწილის გაფიცვას დედაქალაქის მერი დაგეგმილ პროვოკაციად აფასებს. კახა კალაძს თქმით ყველა პროვოკაციას მოყვება შესაბამისი რეაგირება.

“არ გვქონდა ისეთი ურთიერთობა, ერთმანეთს არ დავლაპარაკებოდით, რამე ვერ გადაგვეწყვიტა, მოგვესმინა ერთმანეთის მოსაზრებები”

თბილისის მერმა საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანაში წუხელ პირადად მიიღო მონაწილეობა.

“არ მივცემთ შესაძლებლობას, რომ რამდენიმე კრიმინალმა შეურაცხყოფა მიაყენოს თანამშრომლებს, დაემუქროს და ფიზიკურად გაუსწორდეს, ეს არის დასჯადი”

“ადამიანების ნაწილი, ვინც დაბრუნდა, მიდიოდა ბულინგი, დაშინება, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული,” – აცხადებს კალაძე.

კახა კალაძის თქმით, გასულ წელს ხელფასების 20%-იანი მატება იყო.

მან ასევე ისაუბრა ტექნიკაზე და განაცხადა, რომ ტყუილი ითქვა, თითქოს 9 წლის განმავლობაში ტექნიკის შეძენა არ მომხდარა.

რაც შეეხება დასუფთავების სამსახურის ფორმებს, დედაქალაქის მერის განცხადებით, სამუშაო ფორმების შეძენა ყოველწლიურად ხდება,

“ბოლო შესყიდვისას კი ტენდერთან დაკავშირებით პრობლემა იყო და გამარჯვებული კომპანია არის და თანამშრომლებს სექტემბრის დასაწყისში ახალი ფორმები ექნებათ.”

კალაძის თქმით „გახარებული არიან ადამიანები, რომლებიც ვიდოებს, სელფებს იღებდნენ დაბინძირებულ ნაგვის ურნებთან, სასაცილოა ეს ყველაფერი”

“ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს სუფთა, მოწესრიგებული, მაგრამ იმასაც გარწმუნებთ, რომ მარტო არ მოგვიწევს ამის გაკეთება, რადგანაც ძალიან ბევრი ვართ, ბევრი ვართ, ვინც დადგება იქ, სადაც სჭირდება ჩვენს ქალაქს და დაუდგება თბილისელებს გვერდით. პირადად მე, ჩემი თანამშრომლები მზად ვართ იმისთვის, რომ ამ ქალაქს ვემსახუროთ ოცდაოთხსაათიან რეჟიმში.” განაცხადა დედაქალაქის მერმა და თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

“„ახალგაზრდები გამოთქვამენ მზადყოფნას, გვერდში დაგვიდგნენ, რათა ჩვენი ქალაქი იყოს ყველაზე სუფთა, ყველაზე მოწესრიგებული და არავის მივცემთ საშუალებას, სელფები და ვიდეოები იღოს ნარჩენებით გადავსებულ ურნებთან.”

ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, თუმცა ყველა პროვოკაციას მოყვება შესაბამისი რეაგირება“, – აცხადებს კახა კალაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში.

 

mazda magti 5g