LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ იქნება ხელახალი არჩევნები, არ იქნება მშვიდობა! არ ვიმუქრებით”: ირაკლი ოქრუაშვილი

89
--2019-07-23-18-59-47-565227

“თუ ვინმე გადაწყვეტილების მიმღებია რაიმე საკითხზე, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. უნდა გვქონდეს საუბარი მასთან ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით. არ იქნება ხელახალი არჩევნები? – არ იქნება მშვიდობა”, – ეს განცხადება პარტია “გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, დღეს გააკეთა.

ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებთან  „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრის დაწყებამდე ისაუბრა.

ოქრუაშვილი აცხადებს, რომ შეცდომას უშვებს ოპოზიცია და კრიზისის განმუხტვის გზაზე საუბრობს:

რა შანსი დარჩა მოლაპარაკების მეხუთე რაუნდს: ოპოზიცია „ლეიბორისტების“ ოფისში საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად შეიკრიბა

“საერთოდ მიმაჩნია, რომ მთელი ოპოზიცია ვუშვებთ შეცდომას, როდესაც თამასას ივანიშვილიდან დაბლა ვწევთ კობახიძეებზე, კალაძეებზე და ა.შ. თუ რაიმე ცუდი ხდება ქვეყანაში, თუ ვინმე გადაწყვეტილების მიმღებია რაიმე საკითხზე, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. უნდა გვქონდეს საუბარი მასთან ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით. არ იქნება ხელახალი არჩევნები? – არ იქნება მშვიდობა! ეს ნიშნავს იმას, რომ ამის გარეშე პოლიტიკური კრიზისი ვერ განიმუხტება. თუ პოლიტიკური კრიზისი არ განიმუხტება, ბუნებრივია, არ იქნება მშვიდობა. არ ვიმუქრებით, „კარგ მთქმელს კარგი გამგონი სჭირდება”, – თქვა ოქრუაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი უნდა გაგრძელდეს იმასთან დაკავშირებით, თუ როდის ჩატარედება ხელახალი არჩევნები.

ძალიან მსურს, ოპოზიცია იყოს პარლამენტში: კახი კახიშვილი კონსტრუქციული ოპოზიციის მნიშვნელობაზე საუბრობს

„მე-5 რაუნდს რაც შეეხება, პოლიტიკური პარტიების მხრიდან მოხდა სიების ჩახსნა. შესაბამისად, საუბრის გაგრძელება იმაზე, რომ შემოდით პარლამენტში, მე-5 რაუნდის დროს ლოგიკას და აზრს კარგავს. მე-5 რაუნდი უნდა გაგრძელდეს იმასთან დაკავშირებით, როდის ჩატარდება ხელახალი არჩევნები“, – განაცხადა პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g