LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ იქნებოდა ეს ცხოვრება საინტერესო უმისოდ“ – ცნობილი მხატვარი ირაკლი სუთიძე გარდაიცვალა

523
ირაკლი სუთიძე

69 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მხატვარი ირაკლი სუთიძე გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაცია, თავდაპირველად, ირაკლი სუთიძის მეუღლემ, ხელოვნებათმცოდნე ქეთევან კორძახიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ირაკლი სუთიძის გარდაცვალებას ემოციური სტატუსებით ეხმიანებიან მისი კოლეგები და მეგობრები.

„არ იქნებოდა ეს ცხოვრება საინტერესო უმისოდ. არ უყვარდა ბევრი ლაპარაკი და მეც ჩუმად მირჩევნია ვიყო“, – წერს ლელა ბაკურაძე სოციალურ ქსელში.

ირაკლი სუთიძე💔 არ იქნებოდა ეს ცხოვრება საინტერესო უმისოდ. არ უყვარდა ბევრი ლაპარაკი და მეც ჩუმად მირჩევნია ვიყო

Posted by Lela Bakuradze on ხუთშაბათი, 18 აპრილი, 2024

ირაკლი სუთიძეს 22 აპრილს დაკრძალავენ.

გარდაიცვალა ირაკლი სუთიძე. გამოსვენება სახლიდან ორშაბათს, 22 აპრილს, 14:00 სთ. მისამართი: ჩუღურეთი, ალ. ციმაკურიძის ქ.6 Ketevan Kordzakhia Guga Sutidze Ko Ko Sha @tina limonka

Posted by Nino Nik Kordzakhia on პარასკევი, 19 აპრილი, 2024

ცნობისათვის, ირაკლი სუთიძემ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი 1981 დაამთავრა. 1983-წლიდან 1986 წლამდე მუშაობდა საკავშირო სამხატვრო აკადემიის ფერწერის შემოქმედებით სახელოსნოში. არაერთხელ მოეწყო მისი პერსონალური გამოფენა თბილისში, ასევე მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნის ჯგუფურ გამოფენებში.

მხატვრის ნამუშევრები დაცულია როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნების მუზეუმებსა და გალერეებში.

ირაკლი სუთიძე იყო საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. 1995 წელს, საუკეთესო ფერწერული ნამუშევრისთვის გადაეცა თბილისის საშობაო საერთაშორისო ფესტივალის I პრემია, ხოლო 1986 წელს, წლის საუკეთესო ფერწერული ნამუშევრის ნომინაციაში, სურათისთვის „მწემსების თაყვანისცემა“, საქართველოს მხატვართა კავშირის I პრემია მიენიჭა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g