LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ მახსოვს იქ როგორ აღმოვჩნდი.. განსაკუთრებული მადლობა იმ წითელქუდიან ბიჭს..” – ნანა ცნობილი კადრის ისტორიას იხსენებს და თავის ემოციებზე ჰყვება

1558
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (2)

ბოლო დღეებია საზოგადოებას აინტერესებს ვინ არის წყლის ჭავლთან ევროკავშირის დროშით მებრძოლი ქალი, რომელიც მარტის აქციების ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა. ის 47 წლის ნანა მალაშხიაა, რომელიც ერთ-ერთ საჯარო უწყებაში მუშაობს. 7 მარტს, აქციაზე ის ქმართან და დასთან ერთად იყო.

რადიო “თავისუფლებამ” მასთან ინტერვიუ ჩაწერა. ნანა ცნობილი კადრის ისტორიას იხსენებს და თავის ემოციებზე ჰყვება.

„აქციაზე, პარლამენტთან ქალი იჯდა, რომელიც მზესუმზირას და ბატიბუტებს ყიდდა და იქვე ჰქონდა ევროკავშირის დროშაც, გადავწყვიტე შემეძინა…

აქციაზე, როდესაც სიტუაცია დაიძაბა ხმა ჩამესმა, გთხოვთ დაიშლოთ, თორემ თქვენ წინააღმდეგ გამოყენებული იქნება კანონით გამოყენებული ზომებიო. ვიყავი გაბრაზებული, აზრის გამოხატვის შეზღუდვად მივიჩნიე. მერე ჩოჩქოლი ატყდა, დავინახე რობოკოპები და წყლის ჭავლის მანქანა, რომელიც წყალს ასხამდა ხალხს. ვერ გეტყვით როგორ აღმოვჩნდი იქ. ეს იყო სიბრაზე, ეს იყო ის ნაბიჯი, ვიტყვი პირდაპირ.. კონსტიტუციის თავზე გადახევა, საბოტაჟი.

არანაირი შიშის გრძნობა არ მქონდა. გავიგე, რომ აქციის მონაწილემ თვალი დაკარგა და სულ ერთი წამით გავიფიქრე, რომ მსგავსი რამ შეიძლებოდა მეც დამმართნოდა, თუმცა მაინც არ შევშინდი.

მინდა მოვიკითხო ის ბიჭები, როგორ არიან. მეც დავზარალდი, დღემდე მაქვს ჰემატომები, იმ ბიჭებს უფრო მეტი მოხვდებოდა, მეფარებოდნენ.. განსაკუთრებით წითელ ქუდიან ბიჭს მადლობა. მერე წამის მეათასედში გამიჩნდა პროტესტის შეგრძნება, რატომ მაკავებენ, მინდოდა უფრო წინ წავსულიყავი, მაგრამ წყლის ჭავლმა თავისი ქნა და მე დავეცი, მაგრამ დროშა არ დაცემულა, გამომართვეს, მეც წამომაყენეს და დროშაც ააფრიალეს. ის დროშა დღეს არ ვიცი სად არის, მაგრამ ვიცი, რომ ქართველი ხალხის ხელშია“, – ამბობს ნანა მალაშხია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g