არ მგონია, რომ ახლა საომარი მოქმედებები შეწყდეს, პირიქით, ველოდები, რომ პროცესი კიდევ უფრო გამწვავდება და სამწუხაროდ, კიდევ უფრო დიდი მსხვერპლი იქნება, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ განაცხადა რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის შეფასებისას.
არესტოვიჩი რუსეთს: თუ გინდათ გამწვავება, გავამწვავოთ
მიუხედავად ამ პროგნოზისა, პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ მსოფლიო მალე შეძლებს საბოლოოდ გათავისუფლდეს რუსული იმპერიალიზმისგან.
„მეორე მხრივ, სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს. არა მარტო უკრაინა, დღეს მსოფლიო ვერ მოახერხებს დაამარცხოს არა მხოლოდ პუტინი, არამედ რუსული იმპერიალიზმი.
რუსული იმპერიალიზმი უნდა დამარცხდეს და მსოფლიომ ეს უნდა მიიყვანოს ბოლომდე. თუ ამას ვერ გააკეთებს, ეს პროცესი გარკვეული დროის შემდეგ ისევ გააქტიურდება.
რუსული იმპერიალიზმის დამარცხების გარეშე, მსოფლიო ყოველთვის საფრთხეში იქნება, როდის რას გააკეთებს [პუტინი]’, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ “ფორტუნას” ეთერში.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.