LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ მიხარია არავის ციხეში ჯდომა მაგრამ… მიხეილ სააკაშვილი კარგ პირობებშია, რაც ჩვენი დამსახურებაა: კახი კახიშვილი

153
კახი კახიშვილი

„ქართული ოცნების“ წევრის კახა კახიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში კარგ პირობებში იმყოფება, რაც „ქართული ოცნების“ დამსახურებაა. როგორც პლენარულ სხდომაზე საუბრისას კახიშვილმა აღნიშნა, როდესაც ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირები დაიჭირეს, მათი ოჯახის წევრები იმაზე ფიქრობდნენ „ცოცხლები გამოვიდოდნენ თუ არა ციხიდან“.

რაც შეეხება სააკაშვილის მიერ გამოცხადებულ შიმშილობას, კახიშვილი აცხადებს, რომ წლების მანძილზე ციხეში შიმშილობა ჩვეულებრივი მოვლენა იყო, რადგან ისედაც არ იყო საჭმელი ციხეში.

„მე საერთოდ არ მიხარია არავის ციხეში ჯდომა, მაგრამ მინდა, სხვაობა ნახოთ. როცა ბატონი ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირები დაიჭირეს – სულხან მოლაშვილი, მირცხულავა და ა.შ – სად ისხდნენ, რა პირობებში, ჰქონდათ თუ არა მათ მხარდამჭერებს მათთან შესვლის საშუალება და მათი ოჯახი იმაზე კი არ ფიქრობდა, რა სასამართლო განიხილავს და რამდენ ბრალს დაუტოვებენ და რამდენს – არა, იმაზე ფიქრობდნენ, ცოცხლები გამოვლენ იქიდან თუ არ გამოვლენ, შეგნებულად ჩასვამენ ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებთან თუ არა.

როცა ვსაუბრობთ შიმშილობის გამოცხადებაზე, კარგია , რომ დღეს შიმშილობის გამოცხადება არის პიროვნების ნების თავისუფლება, როცა წლების მანძილზე ეს იყო ჩვეულებრივი მოვლენა, როცა ისედაც არ იყო საჭმელი ციხეში და ყველა შიმშილობდა.

როცა დრეს ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი კარგ პირობებშია, და სხვათა შორის, ეს მისმა კოლეგებმა თქვეს, როცა შევიდნენ და ნახეს, ეს არის ზუსტად ჩვენი დამსახურება. როცა ამბობენ, რომ სისტემის თანამშრომლები კარგად ექცევიან და პოლიციამ თავაზიანად მიიყვანა იქ, სადაც მიიყვანა, ესეც ამ სისტემის და მისი ხელმძღვანელობის დამსახურებაა“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g