LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ მიმაჩნია, რომ ახლა მოსამართლეთა დანიშვნის გამო, საერთოდ შეიძლებოდეს პარლამენტიდან გასვლაზე ლაპარაკის დაწყება: მეგრელიშვილი

60
vaxtang-megrelisvhili-700x400

მე არ მიმაჩნია, რომ ახლა, ასეთი თემის გამო, როგორიც არის მოსამართლეთა დანიშვნა, საერთოდ შეიძლებოდეს პარლამენტიდან გასვლაზე ლაპარაკის დაწყება, – ასე გამოეხმაურა “გირჩის” წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი მამუკა ხაზარაძის ინიციატივას, რომ ოპოზიციამ „ქართული ოცნება“ პარლამენტში მარტო დატოვოს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი გუნდი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებს.

როგორც მეგრელიშვილმა “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” აღნიშნა, ულტიმატუმის ენით საუბრის ნაცვლად, ოპოზიციამ ახლა დასავლელ პარტნიორებთან ერთად უნდა შეეცადოს საკითხზე მმართველ გუნდთან საჯაროდ ილაპარაკოს.

“ოპოზიცია, ჩვენს შუამავლებთან ერთად უნდა შევეცადოთ „ქართულ ოცნებასთან“ საჯაროდ ვილაპარაკოთ და არა ულტიმატუმები დავაყენოთ.

როდესაც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება დგებოდა, ეს იყო ის საკითხი, რომელზეც ოპოზიციის მხრიდან განსაკუთრებული მოთხოვნა არც ყოფილა, ეს იყო ჩვენი მეგობრების, შუამავლების შემოთავაზება, რომელიც ჩემი აზრით, მოულოდნელი იყო როგორც ოპოზიციისთვის, ასევე ხელისუფლებისთვის.

შესაბამისად, ამ ხელშეკრულების მთავარი არის გაყალბებული თუ ეჭვქვეშ მდგომი არჩევნების პრობლემის მოგვარება. ჩემი აზრით, ერთი დოკუმენტით შეუძლებელია მოგვარდეს ყველა ის პრობლემა, რაც ქვეყანამ ამ ხნის განმავლობაში დააგროვა.

როდესაც ჩვენ ამ დოკუმენტს ხელს ვაწერდით, არ წარმოგვედგინა რომ თუნდაც ეს სასამართლოს საკითხი გადაწყდებოდა ქვეყანაში,მაგრამ ვიყავით დარწმუნებული, რომ ეს დოკუმენტი მთლიანობაში ემსახურებოდა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას”, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g