ექიმი გიორგი ღოღობერიძე საზოგადოებას ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ვაქცინა ვირუსის გავრცელების პრევენციის 100%-იან გარანტიას არ იძლევა, მაგრამ სიკვდიალიანობის მაჩვენებელს ამცირებს.
მისივე თქმით, ადამიანები ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ.
„აიცერი თუ არაო?
მე პირადად და ჩემი ოჯახიც ფაიზერით ავიცერით… ყველა ჩვენგანმა თავად გადაწყვიტა, როგორ მოქცეულიყო
ისიც კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ვაქცინა არ არის 100%-იანი გარანტია, მაგრამ ნამდვილად არ მინდა, რომ კოვიდის გამო მამა ან და დავკარგო, ან მათ დამკარგონ მე… ნიღაბიც გვიკეთია და დისტანციასაც ვიცავთ… რას ვიზამთ, რაც დედა აღარ გვყავს, მას მერე ერთმანეთის ფასი ვისწავლეთ…
ჩვენ გარშემო ისეთი ხალხიცაა, ვისაც არაფრით უნდა აცრა და არც მათ ვესხმით თავს.
ყველამ მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას: ვაქცინით თუ ვაქცინის გარეშე, ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით“, – წერს ღოღობერიძე.