თამარ ბელქანია მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მას მხარდაჭერას უცხადებს.
როგორც იგი აღნიშნავს, ხაზარაძემ ოკუპირებულ აფხაზეთში, თვეობით შეწყვეტილი ელექტროენერგიის დროს, 23 სკოლისათვის გენერატორები გადასცა:
„გაზაფხულია და ვინმემ თუ იკითხა ზამთარი აფხაზეთმა როგორ გამოიარა. ვინმე თუ დაინტერესდა გალის სკოლებში სწავლა, რომ არ შეწყვეტილა მაშინ როდესაც მთელს აფხაზეთს დენი ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტი… არ მიეწოდება.
ეს სიკეთე მამუკა ხაზარაძეს უკავშირდება, რადგან სწორედ მისი იდეა იყო ქ. გალის 2 სკოლას, ქ.გალის კულტურის სახლსა (უფრო მძლავრი) და გალის სოფლების 23 სკოლისათვის გენერატორები გადაგვეცა.
„დღემდე ხაზარაძესთან ეს ფოტო მაერთიანებდა, ჩემს შვილს სკოლის დიპლომს რომ გადასცემს… ხვალიდან პროკურატურისკენ მიმავალი გზაც დაემატება“ – ირაკლი ოქრუაშვილი
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომლის წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
მან შეიძინა და ზამთრის დასაწყისში, დეკემბერში როდესაც სასკოლო გრაფიკი შეიცვალა და მთელ აფხაზეთში დღემდე დენი ან არ არის, ან გრაფიკითაა ყველა სკოლას გენერატორები გადავეცით და სასწავლო პროცესი არ ჩაშლილა!
ხოდა, ასეთ კაცს იბარებენ ხვალ პროკურატურაში ბრალის წარსადგენად. ჩემი სრული მხარდაჭერა, კაცს რომელმაც აფხაზეთისთვის იფიქრა-იზრუნა. სამეგრელოს გვერდში უდგას და ზუსტად ვიცი რომ ბევრ სიკეთეს მოუტანს ჩვენს შვილებს!
არ მინდოდა ამის დაწერა, მაგრამ საჭიროდ ჩავთვალე რომ ეს ამბავი ხაზარაძის და აფხაზეთის შესახებ უნდა გცოდნოდათ!“ – წერს თამარ ბელქანია.
პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს ბრალდება წარუდგინა
გაზაფხულია და ვინმემ თუ იკითხა ზამთარი აფხაზეთმა როგორ გამოიარა. ვინმე თუ დაინტერესდა გალის სკოლებში სწავლა, რომ არ შეწყვეტილა მაშინ როდესაც მთელს აფხაზეთს, სოხუმის ჩათვლით დენი ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტი… არ მიეწოდება. ეს სიკეთე მამამუკა ხაზარაძე Mamuka Khazaradze უკავშირდება, რადგან სწორედ მისი იდეა იყო ქ. გალის 2 სკოლას, ქ.გალის კულტურის სახლსა (უფრო მძლავრი) და გალის სოფლების 23 სკოლისათვის გენერატორები გადაგვეცა. მან შეიძინა და ზამთრის დასაწყისში, დეკემბერში როდესაც სასკოლო გრაფიკი შეიცვალა და მთელ აფხაზეთში დღემდე დენი ან არ არის, ან გრაფიკითაა ყველა სკოლას გენერატორები გადავეცით და სასწავლო პროცესი არ ჩაშლილა! ხოდა, ასეთ კაცს იბარებენ ხვალ პროკურატურაში ბრალის წარსადგენად ჩემი სრული მხარდაჭერა, კაცს რომელმაც აფხაზეთისთვის იფიქრა-იზრუნა. სამეგრელოს გვერდში უდგას და ზუსტად ვიცი რომ ბევრ სიკეთეს მოუტანს ჩვენს შვილებს! არ მინდოდა ამის დაწერა, მაგრამ საჭიროდ ჩავთვალე რომ ეს ამბავი ხაზარაძის და აფხაზეთის შესახებ უნდა გცოდნოდათ!
Posted by Tamar Belkania on Tuesday 1 April 2025