LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ მიყვარს დიდი სტატუსები, მაგრამ გუშინდელი კულუარული ამბები და ემოციები უნდა გაგიზიაროთ“ – რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი რესტორან „ბაბილოსთან“ გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით

458
ნანუკა ჟორჟილიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი საკუთარ ფეისბუკგვერდზე მორიგ სტატუს ავრცელებს ამჯერად, თბილისში ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან „ბაბილოს“ წინ გუშინ, 12 იანვარს გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით.

როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, „ერთადერთი ვინც გუშინდელ დღეზე უნდა დაფიქრდეს ყველა მოსამართლეა, რას ირჩევენ? მთელი ცხოვრება წაკუზული სიარულს, თუ მშვიდ სიბერეს ამ ქვეყანაში“.

„არ მიყვარს დიდი სტატუსები, მაგრამ გუშინდელი კულუარული ამბები და ემოციები უნდა გაგიზიაროთ.

ბაბილოში დღის სამი საათისთვის მივედით. რამდენიმე აქტივისტი უკვე ადგილზე დაგხვდა. დედების ერთადერთი სურვილი იყო, უდიპლომო, უმორალო მოსამართლეებისთვის თვალებში ჩაეხედათ და ეკითხათ, რატომ გაიმეტეს ციხისთვის მათი განათლებული, პატიოსანი, პატრიოტი, ლამაზი და ჭკვიანი შვილები.

შესასვლელ კართან გრძელი ბანერი რომ გაიშალა ისე მოხდა რომ მოსამართლეებს თავის დახრა და ბანერის ქვეშ გავლა მოუწიათ.

შსს-ის ცნობით, რესტორან „ბაბილოსთან“ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 9 პირია დაკავებული

ანუ, ვინც შევიდოდა თავი უნდა დაეხარათ მშობლებისთვის. ბანერი რაც მეტად იქაჩებოდა მით მეტად ხრიდა მოსამართლე თავს და ყოველ ასეთ ჯერზე ვხედავდი გამარჯვებული დედების სახეს.

მურუსიძეს, რომელიც უკანა კარიდან შეგვეპარა კართან მოსვლა და დახმარება უწევდა თავდახრილი მოსამართლეებისთვის.

რესტორნის დაცვა იყო ჩემი საყვარელი რგოლი ამ ამბავში. თითით ანიშნებდა მოსამართლეებს აქ უნდა გამოძვრეო:)) ვინც უარს ეუბნებოდა პასუხობდა “ნუ მაშინ აქ ვერ შემოხვალ”😂

ხალხი ბევრდებოდა და მოსამართლეების ბარიერი რთულდებოდა. იმიტომ რომ ყველა ამ ბანერს ვქაჩავდით და უკვე თავის დახრა კი არა, წაკუზვა და ფორთხვა უწევდათ, მაგრამ არ იყო პრობლემა. ოთხი მოსამართლის გარდა მურუსიძესთან ფორთხვით შესვლა არავისთვის აღმოჩნდა მორალური ბარიერი.

„ისე, რომ ვიცოდეთ, საჭმელში ჩაფურთხება და ამგვარი ზურგს უკან საქციელი ლიეტუვური სტილია…ყველაზე არაქართული პროტესტის მომსწრე ვართ“ – შალვა პაპუაშვილი

მურუსიძე უკვე იყო თეთრი. ნერვიულად დადიოდა ფოიეში. კართან ახლოს მოდიოდა, მაგრამ პროცესს არ აჩერებდა. თითქოს ამ დასანქცირებულ მურუსიძეს აინტერესებდა ვინ წაიკუზებოდა და იფორთხებდა მასთან მისასვლელად. თითქოს მოსამართლეები ამით კლანის ერთგულების ტესტს გადიოდნენ.

მთელს ამ პროცესში ერთადერთ რამეზე ვფიქრობდი და შემდეგ უკვე ყველას ვეკითხებოდი.

რატომ მიუშვა გუშინ ბიძინა ივანიშვილმა პროცესები?! რატომ აფორთხიალა ეს მოსამართლეები?! რატომ ანახა მთელ ქვეყანას მათი მორალური სასამართლო.

და მთავარი კითხვა, რა ანახა თავად მოსამართლეებს?! (რომ იცოდეთ პოლიცია მთელი დღე იქ იდგა და არ გვიახლოვდებოდნენ. შორიდან გვიყურებდნენ. მოვიდნენ ყველაფრის დასრულების შემდეგ.)

ალბათ, თქვენს ვერსიებსაც დაწერთ, მაგრამ ფაქტია, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ მოსამართლეები გაანულა, ბოლომდე გააბანძა და მოსპო მათი თუნდაც ფორმალური ინსტიტუტი და რეპუტაცია.

წაკუზული მოსამართლეების ნახვა თითქოს გუშინ ყველას უნდოდა. ბიძინას, რომელმაც ამათ უთხრა, აჰა, მე თუ არ დაგიცავთ ესაა თქვენი რეალობა. ასე მოგიწევთ ცხოვრება.

დასანქცირებულ მურუსიძეს, რომელიც თავისი მძ***ანი ხელით მიათრევს ყველას.

და ხალხს, მის უდიდებულესობა ხალხს, რომელსაც სძულს ეს უსამართლო და სასტიკი სისტემა.

ერთადერთი ვინც გუშინდელ დღეზე უნდა დაფიქრდეს ყველა მოსამართლეა. რას ირჩევენ? მთელი ცხოვრება წაკუზული სიარულს, თუ მშვიდ სიბერეს ამ ქვეყანაში. მოსამართლეებო დაფიქრდით, შეეძლოთ თუ არა მანამდე პოლიციის კორდონის გაკეთება თქვენთვის, დაფიქრდით რატომ გაგწირეს, რატომ დაგამცირეს, რატომ ისეირეს თქვენი ფორთხვით და უფრო მეტად დაფიქრდით, როგორ გაგწირავენ ხვალ.

ჯერ გაქვთ დრო, ბევრი არა, მაგრამ საკმარისი დრო რომ მიხვდეთ, რომელი მხარე გადარჩეთ.

ჩვენ, თუ ისინი. გახდით ერთ დღეში გმირები“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ცნობისთვის, ცხრა პირია დაკავებული რესტორან „ბაბილოსთან“ გამართულ საპროტესტო აქციაზე. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ყველა მათგანი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული დარღვევისთვის.

„ბაბილოს“ წინ საპროტესტო აქცია გუშინ, დაახლოებით 15:00 საათზე დაიწყო, მას შემდეგ, რაც რესტორანში მოსამართლეებმა დაიწყეს შეკრება კორპორაციულ წვეულებაზე.

მოსამართლეების რესტორანში შესასვლელად ე.წ. სირცხვილის დერეფნის გავლა და საპროტესტო აქციის მონაწილეთა შეძახილების მოსმენა მოუწიათ. აქციის მონაწილეებმა მოსამართლეებს ასევე ესროლეს კვერცხები.

დღის ბოლოს მოსამართლეებმა რესტორანი საპოლიციო კორდონის საშუალებით დატოვეს.

ბელიაშვილის ქუჩიდან სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები გაიყვანეს და ტერიტორია სრულად დაიკავეს – მოსამართლეები რესტორან „ბაბილოს“ პოლიციის კორდონით ტოვებენ

სლაიდზე გამოყენებულია „ინტერპრესნიუსის“ ფოტო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g