LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ მჯერა, ადამიანებმა 100-100-ზე იმის გამო იჩხუბეს, რომ ვიღაცას ნისიად არ მისცეს ლუდი, ეს პრობლემა სხვანაირად არის მოსაგვარებელი: ხვიჩია დმანისის მოვლენებზე

62
იაგო ხვიჩია

“ჩემი აზრით, ეს არის სრულიად სხვა პრობლემა, რომელსაც, როგორც ჩანს, ჩვენ აქამდე კარგად არ ვიცნობდით და არც ახლა ვიცნობთ. ვფიქრობ, რომ პრობლემა სხვანაირად არის მოსაგვარებელი,” – ბოლო ორი დღის განმავლობაში, დმანისში განვითარებულ მოვლენებს “გირჩის” წერი იაგო ხვიჩია აფასებს და ამბობს, რომ არ სჯერა, ადამიანებმა 100-100-ზე იმის გამო იჩხუბეს, რომ ვიღაცას ნისიად ლუდი არ მისცეს.

ხვიჩია ამბობს, რომ მსგავსი პრობლემა კონფლიქტის მონაწილეების დაკავებითა და ციხეში ჩასმით არ გავრდება და ასეთ შემთხვევაში, შესაძლო, კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდეს:

“პრობლემაა, რომ ჩვენ აქამდე არ გავერკვიეთ დმანისში სინამდვილეში რა ხდებოდა. მთელი გუშინდელი ნარატივიც იყო ის, რომ ვიღაც ხალხმა ლუდის გამო მაღაზიაში იჩხუბა. მე არ მჯერა, რომ ადამიანებმა 100-100ზე იჩხუბეს იმის გამო, რომ ვიღაცას ნისიად არ მისცეს ლუდი.

ჩემი აზრით, ეს არის სრულიად სხვა პრობლემა, რომელსაც, როგორც ჩანს, ჩვენ აქამდე კარგად არ ვიცნობდით და არც ახლა ვიცნობთ კარგად. ვფიქრობ, რომ პრობლემა სხვანაირად არის მოსაგვარებელი. ეს დაპირისპირების პრობლემა, რაც იქ არსებობს, არ მინდა სახელი დავარქვა რა დაპირისპირებაა, ესაა მოსაგვარებელი. ეს არ გვარდება იმით, რომ ჩხუბის მონაწილე 100 ადამიანი დაიჭირო და წაიყვანო ციხეში. ამით შეიძლება ეს კონფლიქტი კიდევ უფრო მეტად გამწვავდეს. სულ სხვანაირად უნდა მივუდგეთ ამ კონფლიქტს, გავიგოთ მისი ანატომია, რა არის, რატომ ჩხუბობს ეს ხალხი და მერე ვიპოვოთ გამოსავალი.

ჩვენ ვნახეთ ჩხუბი – ხალხს ჯოხები უჭირავს ხელში, გამეტებით ურტყამენ ერთმანეთს, ქვებს ისვრიან, უროები, ჩაქუჩები და ა.შ. ასეთი ტიპის ჩხუბში რომ მსხვერპლი არაა, ეს საუკეთესო შედეგია. მიჭირს შევაფასო შსს-ს მუშაობა უარყოფითად მსხვერპლი რომ არ გვაქვს.” – განაცხადა ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, დმანისში ვითარება ორი დღის წინ დაიძაბა – თანასოფლელებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა. გუშინ დილიდან ადგილზე დაძაბულობა და სამართალდამცველების მობილიზება იყო.

ასევე გუშინ, დღის მეორე ნახევარში, დმანისში ვითარება კვლავ უკიდურესად დაიძაბა. ახალგაზრდები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები