LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ მჯერა, რომ ამას კადრულობს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური“ – ჟურნალისტი თელარა გელანტია მთავრობის სხდომაზე კვლავ არ დაუშვეს

66
761BBCAD-8529-4603-AB7A-0BA5CBA5BEF0

„არ მჯერა, რომ ეს ჩემს თავს ხდება და ამას კადრულობს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური… (დიახ, პირი დამრჩა ღია)“, – წერს

BMG TV-ის ჟურნალისტი თელარა გელანტია Facebook-ზე და ამბობს, რომ მთავრობის მორიგ სხდომაზე კიდევ ერთხელ არ შეუშვეს:

„მოკლედ, დღესაც არ დამიშვეს მთავრობის სხდომაზე! შეგახსენებთ: პირობა ხომ დადეს 12 სექტემბერსვე, რომ შემდეგზე შემოვუშვებთო, მაგრამ დღეს დაურეკა ნინო ცხადაძემ (ნინოს ასე დაავალეს, როგორც ჩანს) BMG-ის დირექტორს და უთხრა, სხვა ნებისმიერი ჟურნალისტი მოვიდეს BMGtv-დანო.

მიზეზი რომ იკითხა თამუნა ქემერტელიძემ – აი, ისეთი ამბავი მოჰყვა იმ ფაქტსო – იყო პასუხი….ხო კიდევ, ოფიციალურად მოვითხოვეთ 12 სექტემბერსვე მიზეზი, რატომ არ დამიშვეს მთავრობის სხდომაზე – მთავრობის კანცელარიამ წერილიც კი არ ჩაიბარა.“– წერს ჟურნალისტი.

ინფორმაციის გადასამოწმებლად „ფორტუნა“ მთავრობის ადმინისტრაციას დაუკავშირდა. უწყებაში გვითხრეს, რომ მიზეზი ჟურნალისტს თავად განემარტა, დამატებით დეტალებზე კი ჯერჯერობით სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ ამ კონკრეტული ჟურნალისტის შემთხვევაში, ეს მთავრობის სხდომაზე თელარა გელანტიას მეორედ არდაშვების შემთხვევაა.

12 სექტემბერს მთავრობის ადმინისტრაციის პრესასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა ამის მიზეზად ჟურნალისტის მხრიდან ბევრი კითხვის დასმა დაასახელა.

“თურმე წესებს ვარღვევ, ბევრ კითხვას ვსვამ” – ჟურნალისტი თელარა გელანტია აცხადებს, რომ მთავრობის სხდომის გასაშუქებლად არ დაუშვეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g