LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ მოგწონთ? ისევე არ მომწონს თქვენივე პარტიის კამპანია – კალაძე თბილისში ბანერების განთავსებაზე

148
კალაძე - ბანერი

„არ მოგწონთ? ისევე არ მომწონს თქვენივე პარტიის კამპანია“, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ტელეკომპანია „ფორმულას“ კითხვას, იმუშავებს თუ არა წინასაარჩევნოდ იმ ტიპის ბანერები, სადაც „არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!“ წერია.

კალაძე დაინტერესდა რატომ არ აქვთ ჟურნალისტებს რეაქცია ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო კლიპებზე, რომელიც მისი თქმით, „ცილისწამებით, ბოროტებით და სიძულვილის ენით არის გაჯერებული“.

კალაძემ, ასევე აღნიშნა, რომ მერიას არანაირი უფლება არ აქვს ბანერის ჩამოხსნის, ან დაკიდების და შესაბამისად, „სისხლიან“ ბანერებზე რეაგირება არ ექნებათ.

ისევე არ მომწონს მე ის კამპანია, რომელსაც თქვენი ტელევიზიების საშუალებით თქვენივე პარტია ახორციელებს. შეგიძლიათ ჩართოთ ტელევიზორი და ნახავთ, საარჩევნო კლიპები რაცაა: შეურაცხყოფა, ცილისწამება, ბოროტება, სიძულვილის ენა, აი, ეს ხართ თქვენ და ძალიან სამწუხაროა. მაშინ რატომ არ იღებთ ენას? რატო არ საუბრობთ ამაზე?

რეაგირება არაფერი არ იქნება, ყველას აქვს გამოხატვის უფლება კანონის ფარგლებში. არის კომპანია „ალმა“, რომლის საკუთრებაა ეს ბანერები და ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს“, – თქვა მან.

„არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს“ – ამ წარწერით ბანერი თბილისში ვაქცინაციის მხარდამჭერ ბანერს გადააკრეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g