დღეს მსახიობი და რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი იუბილარია.
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი 57 წლის გახდა.
იუბილარ დიმიტრი ხვთისიაშვილს დაბადების დღეს კოლეგები, მეგობრები და სტუდენტები საჯაროდ ულოცავენ.
მისალოც ტექსტს „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს მოზარდ მაყურებელთა თეატრიც:
„დღეს ჩვენი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, დიმიტრი ხვთისიაშვილის დაბადების დღეა. გილოცავთ ბატონო დიმიტრი, გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და დიდხანს სიცოცხლეს“, – წერია მისალოც ტექსტში.
💫დღეს ჩვენი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის დიმიტრი ხვთისიაშვილის დაბადების დღეა ❤️❤️❤️ გილოცავთ ბატონო დიმიტრი, გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, და დიდხანს სიცოცხლეს.🎂🎂🥂🥂
Posted by ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი on ორშაბათი, 21 აპრილი, 2025
დიმიტრი ხვთისიაშვილს დაბადების დღეს ასევე საჯაროდ ულოცავს პოეტი და მსახიობი ნიკუშა ფაიქრიძეც:
„გილოცავთ, ბატონო დიმიტრი. ტრადიციულად, მადლობით დავიწყებ. ყველაფრისთვის მადლობელი ვარ. დიდხანს და ბედნიერად მინდა იყოთ სულ. წინსვლა და წარმატება არ მოგკლებოდეთ. ბევრი საინტერესო პროექტები და პრემიერები. არ მოჰკლებოდეს ქართულ თეატრს თქვენი სიტყვა და საქმე.
მე ასე მგონია, რომ ყველაზე საინტერესო წლები და პერიოდი ახლა დაიწყება, ჯერ ყველაფერი წინაა.
ვულოცავ ყველა თქვენს გულშემატკივარს თქვენს დღეს, განსაკუთრებით თქვენი ოჯახის წევრებს, ქალბატონ ნონას, ხათუნას, ბიჭებს.
გამძლეობა და გამძლეობა, მტრის ჯინაზე ყოველთვის მხნედ და მაგრად უნდა იყოთ მაესტრო. მიგულეთ თქვენს გვერდით. თქვენს დაბადებას გაუმარჯოს“, – წერს ნიკუშა ფაიქრიძე.
გილოცავთ ბატონო დიმიტრი ✊🏻 ტრადიციულად მადლობით დავიწყებ 🙏🏻 ყველაფრისთვის მადლობელი ვარ ✊🏻 დიდხანს და ბედნიერად მინდა…
Posted by ნიკუშა ფაიქრიძე on ორშაბათი, 21 აპრილი, 2025