LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ მოსულა, რომ არნახული ინტერესის ფონზე, მასპინძელ სტადიონად 27 ათასიანი მიხეილ მესხი გამოაცხადო… არ მოსულა, რომ ხალხს ფეხბურთი მოჰპარო მაშინ, როცა ამ გაუბედურებულ ქვეყანას ლამის ერთადერთ სიხარულად სწორედ ფეხბურთი შერჩა“ – სპორტის ჟურნალისტი, ნიკოლოზ ტაბატაძე

314
ნიკოლოზ ტაბატაძე

საქართველოსა და ჩეხეთის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი საათ-ნახევარში გაიყიდა, შეხვედრის ბილეთების გაყიდვა დღეს, 12:00 საათზე tkt.ge-ზე დაიწყო.

ეროვნული ნაკრების არაერთი გულშემატკივარი ბილეთის გარეშე დარჩა, რამაც სოციალურ ქსელში ტრადიციულად, არაერთგვაროვანი გამოხმაურებები გამოიწვია.

აღნიშნულ ფაქტს ეხმაურება სპორტის ჟურნალისტი, ნიკოლოზ ტაბატაძე და წერს, რომ „არ მოსულა, რომ არნახული ინტერესის ფონზე, მასპინძელ სტადიონად 27 ათასიანი მიხეილ მესხი გამოაცხადო.“

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ასე არ მოსულა, ტეხავს.

არ მოსულა, რომ როცა ქვეყანაში ფეხბურთის ბუმი პიკშია და თამაშზე დასწრება მთელმა ერმა მოინდომა, ქვეყნის ყველაზე დიდი არენა დაუსაბუთებელი არგუმენტებით დაბლოკო.

არ მოსულა, რომ არნახული ინტერესის ფონზე, მასპინძელ სტადიონად 27 ათასიანი მიხეილ მესხი გამოაცხადო.

არ მოსულა, რომ ბილეთები სამარცხვინოდ გაუმართავ პლატფორმაზე გაყიდო, სადაც „მცირე ეშმაკობებით“ წინასწარ გაწერილი ორის ნაცვლად, ათი ბილეთის ყიდვა შეგიძლია.

არ მოსულა, რომ ამ გაუმართაობით გადამყიდველების ინსტიტუტი წაახალისო.

ის უფრო არ მოსულა, რომ ყალბი რეფორმები გაატარო, იდენტიფიკაციის კრიტერიუმები შემოიტანო და ეს ყველაფერი მხოლოდ ფარსი აღმოჩნდეს.

არ მოსულა, რომ ხალხს ფეხბურთი მოჰპარო მაშინ, როცა ამ გაუბედურებულ ქვეყანას ლამის ერთადერთ სიხარულად სწორედ ფეხბურთი შერჩა“, – წერს ნიკოლოზ ტაბატაძე.

შეგახსენებთ, ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში პირველ მატჩს შინ გამართავს. მატჩი 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება, რომელიც დაახლოებით, 27 ათას მაყურებელს იტევს.

ასე არ მოსულა, ტეხავს. არ მოსულა, რომ როცა ქვეყანაში ფეხბურთის ბუმი პიკშია და თამაშზე დასწრება მთელმა ერმა მოინდომა,…

Posted by Nikoloz Tabatadze on ხუთშაბათი, 15 აგვისტო, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g