სულ ცოტა ხნის წინ, მსახიობმა შარლიზ ტერონმა გამოცემა NPR-ს საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ მისცა. ვარსკვლავმა გაიხსენა, თუ როგორ ესროლა დედამისმა თავდაცვის მიზნით მამამისს.
როგორც ცნობილია, შარლიზ ტერონის მამა ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული და გოგონა ძალადობის მსხვერპლი ხშირად გამხდარა. როდესაც ეს ინციდენტი მოხდა, ტერონი 15 წლის იყო. როგორც ტერონი ყვება, მისმა მამამ ოთახის კარს რამდენჯერმე ესროლა, თუმცა საბედნეროდ ისინი აღნიშნულ სიტუაციას უვნებლები გადაურჩნენ, შემდეგ კი იარაღი მსახიობის დედას ჩაუვარდა ხელში და საფრთხის აღმოსაფხვრელად მთვრალ მამაკაცს ესროლა.
„არცერთი ტყვია არ მოგვხვდა, ეს სასწაული იყო. მე არ მრცხვენია იმაზე საუბრის, თუ როგორ ესროლა დედაჩემმა თავდაცვის მიზნით მამაჩემს“, – აცხადებს მსახიობი.