მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში დავით ბაქრაძემ მოინახულა. პარლამენტის წევრი დაწესებულებაში, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ის პირველ რიგში საკუთარი ადამიანური თანაგრძნობის და პოლიტიკური პასუხისმგებლობის დასაფიქსირებულად მივიდა.
“მე აქ ვარ იმიტომ რომ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, არ შეიძლება არ მაწუხებდეს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ციხეში შიმშილობს.
როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, არ შეიძლება პასუხისმგებლობას არ გრძნობდე, რომ პროცესები აღარ განვითარდეს იმ 90-იანი წლების მიმართულებით, როდესაც პრეზიდენტ გამსახურდიას ტრაგედიამ და საზოგადოების გახლეჩვამ, ისეთ უფსკრულში შეგვიყვანა მთელი ქვეყანა, რომ დღემდე ვერ გამოვედით იქიდან.
ამიტომ, მე აქ ვარ ჩემი ადამიანური თანაგრძნობის დასაფიქსირებლად. რაც უფრო მნიშვნელოვანია, მე აქ ვარ როგორც პოლიტიკური პასუხისმგებლობას მქონე ადამიანი, როგორც პოლიტიკოსი, იმისთვის, რომ ამ ქვეყანამ აღარ გაიაროს ყველა ის უბედურება, რომელიც ჩვენ 90-იან წლებში გავიარეთ,“ – აცხადებს დავით ბაქრაძე.