დონალდ ტრამპი აშშ-სა და ირანს შორის მაღალ დონეზე მოლაპარაკებების მეორე რაუნდის წინ კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ არ შეიძლება, ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს.
„მე ძალიან მარტივად ვემხრობი იმას, რომ ირანს არ გააჩნდეს ბირთვული იარაღი. მინდა, ირანი იყოს დიდებული, კეთილდღეობით მცხოვრები და შესანიშნავი. არ შეიძლება, ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს, და თუ ექნება ბირთვული იარაღი, ძალიან უკმაყოფილო იქნებით, ყველანი უკმაყოფილო იქნებით“, – განაცხადა ტრამპმა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით კი, ირანს სჯერა, რომ აშშ-სთან ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია, თუ, მისი თქმით, ვაშინგტონი „არარეალისტურ მოთხოვნებს” არ წარადგენს.
ამის შესახებ არაღჩიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„თუ ისინი განზრახვის სერიოზულობას აჩვენებენ და არარეალისტურ მოთხოვნებს არ წარმოადგენენ, შეთანხმებების მიღწევა შესაძლებელია”. – თქვა არაღჩიმ.
აშშ-ირანის რიგით მეორე არაპირდაპირი მოლაპარაკებები, ომანის შუამავლობით, 19 აპრილს რომში გაიმართება.
თეთრი სახლის ადმინისტრაცია ირანისგან ურანის გამდიდრებისა და ბირთვული იარაღის განვითარების პროგრამის გაუქმებას მოითხოვს.