LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ შეიძლება მაღაზიაში მომხდარი ყოფითი კონფლიქტი ეთნიკურ დაპირისპირებად გადავთარგმნოთ” – არჩილ თალაკვაძე

43
არჩილ თალაკვაძე

“ნებისმიერი ძალადობა დასაგმობია. მიგვაჩნია, რომ ნებისმიერ ორ მოქალაქეს შორის ძალადობა და ძალადობის ენაზე საუბარი მიუღებელია მიუხედავად იმისა, თუ რომელი ეთნიკური წარმოშობისაა ესა თუ ის ადამიან” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და ვიცე სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ დმანისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

“რეალურად, საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს იყო ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი.”

ვიცე სპიკერის თქმით, კონფლიქტი ყოფით ნიადაგზეა მომხდარი. თალაკვაძე აცხადებს, რომ პოლიციასა და სამართალდამცველებს აქვთ საკანონდებლო ორგანოს სრული მხარდაჭერა, რომ კანონი აღსრულდეს და დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცენ.

„რა თქმა უნდა, ამ ინციდენტის შეფუთვა და მისი გატანა, როგორც ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირება, მიუღებელია და ეს დამაზიანებელია ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა ოპონენტების მხრიდან. სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპონენტები ყველაფერს აკეთებენ, რათა შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება და როგორმე საკუთარი სახელმწიფო, ინსტიტუტები დააზიანონ. რეალურად, საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს იყო ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი. პოლიციასა და სამართალდამცველებს აქვთ საკანონდებლო ორგანოს სრული მხარდაჭერა, რათა აღსრულდეს კანონი და ის, ვინაც დაარღვია, იძალადა, კანონის შესაბამისად უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის დმანისში ჩასვლა მაღალი პასუხისმგებლობის დემონსტრაციაა.

“დარწმუნებული ვარ, პასუხისგებაში მიეცემა ყველა, ვინც კანონი დაარღვია.”

„რაც შეეხება პოლიციის რეაგირებას, მაღალი პასუხისმგებლობის დემონსტრირება გახლავთ, რომ შს მინისტრი პირადად ჩავიდა ადგილზე და როცა აუცილებელი იყო, შს სამინისტრომ დამატებითი დანაყოფის მობილიზაციაც უზრუნველყო. არ ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებმა პასუხი არ აგეს, ეს არ იქნება ობიექტური შეფასება.”

არჩილ თალაკვაძე თვლის, რომ საქმეს სჭირდება გამოძიება. როგორც ის აცხადებს, სამართალდამცველებმა მომხდარზე მყისიერი რეაგირება იქონიეს.

“დარწმუნებული ვარ, პასუხისგებაში მიეცემა ყველა, ვინც კანონი დაარღვია. საჯაროდ ის ჩანაწერები ვნახეთ, სადაც ცალსახაა, რომ ადგილი ჰქონდა ძალადობას და არაერთი ადამიანი მონაწილეობდა ინციდენტში. ამას სჭირდება გამოძიება, პოლიციამ და სამართალდამცავ სტრუქტურებს მყისიერი რეაგირება ჰქონდათ. გამოძიება დაიწყო, მთელი ღამის განმავლობაში გამოკითხვები მიმდინარეობდა. ამ ყველაფრის გადატანა რაღაც ეთნიკურ კონფლიქტში, ცალსახად მიმართულია საზოგადოების წინააღმდეგ.” – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა

“ეთნიკური წარმოშობის მიუხედავად, ნებისმიერ ორ მოქალაქეს შორის ძალადობა მიუღებელია.”

პარლამენტის ვიცე სპიკერი თვლის, რომ ოპონენტებს პრობლემის წარმოჩენა სურთ იქ, სადაც იგი არ არსებობს.

“ეთნიკური აზერბაიჯანელები საუკუნეების განმავლობაში ჩვენს საზოგადოებაში ცხოვრობენ, ისინი არიან ჩვენი მოქალაქეები და ეთნიკური წარმოშობის მიუხედავად, ნებისმიერ ორ მოქალაქეს შორის ძალადობა მიუღებელია. ოპონენტებს, რომლებიც პოლიტიკურად ანგაჟირებული არიან, სურთ, პრობლემა წარმოაჩინონ იქ, სადაც არ არსებობს. არ შეიძლება, მაღაზიაში მომხდარი ყოფითი კონფლიქტი ეთნიკურ დაპირისპირებად გადავთარგმნოთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები