LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ შემეხოთ!“ – ტეიანა ტეილორის ვიდეო ვირუსულად ვრცელდება – „ოსკარების“ ცერემონიალს ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია

1323
page

„ოსკარების“ 98-ე დაჯილდოების ცერემონიალს ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია. მომღერალი და მსახიობი, ტეიანა ტეილორი ყურადღების ცენტრში მოექცა. კულისებში მომხდარი დაძაბული მომენტის ვიდეო მედიაში ვირუსულად გავრცელდა.

„ოსკარი“ 2026 წლის გამარჯვებულები ცნობილია

წამყვანმა „ოსკარების“ მონოლოგი ჯეფრი ეპშტეინზე ხუმრობით გახსნა, რამაც დარბაზი შოკში ჩააგდო

ვიდეოში, რომელიც გადაღებულია Dolby Theatre-ის გადატვირთულ კორიდორში, ჩანს, როგორ ამტკიცებს ტეილორი, რომ ერთ-ერთი მამაკაცი მას ფიზიკურად შეეხო და ხელი ჰკრა, როდესაც ის ხალხში გადაადგილებას ცდილობდა.

მსახიობი აშკარად გაღიზიანებული იყო და კამერის წინ ამბობდა.

„მან პირდაპირ მიბიძგა. ფაქტობრივად, ხელი მკრა…არ შემეხოთ, ნუ მიბიძგებთ, ნუ მკრავთ ხელს,“ – თქვა ტეილორმა.

ტეილორი მანამდეც აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში. ის ნომინირებული იყო „საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალის“ კატეგორიაში, თუმცა ჯილდო საბოლოოდ ემი მედიგანმა მოიპოვა.

კამერებმა დააფიქსირეს ტეილორის რეაქცია გამარჯვებულის გამოცხადების მომენტში. მსახიობი ადგილიდან წამოხტა, ხელები მაღლა ასწია და ენერგიულად დაუკრა ტაში. ამ სცენამ სოციალურ ქსელებში დიდი განხილვა გამოიწვია.

ბევრის აზრით, მისი რეაქცია ზედმეტად თეატრალური იყო და უფრო გამარჯვების აღნიშვნას ჰგავდა, ვიდრე წაგების მიღებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები