რამდენიმე საათის წინ, გაყიდვაში ოფიციალურად ჩაეშვა ჯულია მაიკლსის მეოთხე მინი ალბომი Inner Monologue Part I, რომლის გამოსვლის შესახებ 25 წლის შემსრულებელმა ამ დღეებში განაცხადა.
საინტერესოა, რომ ფირფიტის რელიზამდე ამერიკელმა მომღერალმა ქსელში სიახლის ტრეკ-ლისტიც გამოაქვეყნა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ხუთ სინგლიან დისკში ორი დუეტი Anxiety და What a Time შედიოდა, რომლებიც სელენა გომესთან და ნაილ ჰორანთან კოლაბორაციით შეიქმნა.
აღსანიშნავია, რომ Anxiety, რომელიც გოგონების პირველი ერთობლივი ნამუშევარია, მათ საკუთარ პრობლემებზე სასაუბროდ ჩაწერეს. სიახლეში, კოლეგა მეგობრები დეპრესიასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მღერიან.
,,მეგობრები მეპატიჟებიან კინოში, მე კი უარს ვეუბნები. დეპრესიაში ვარ. მათ არ იციან, ეს რა არის და ვერ ხვდებიან, რატომ არ შემიძლია ღამით ძილი”, – ჟღერს სიმღერაში.