LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ შემიძლია შანსი არ გამოვიყენო, არ მივესალმო ჩემ ნიკას და არ ვუთხრა, რომ მთავარია შენ იყო კარგად“ – ნიკა გვარამიას მეუღლის ემოციური მიმართვა

478
ნიკა გვარამია და ცოლი

„მთავარი არხის“ გენერალურის დირექტორის, ნიკა გვარამიას მეუღლე ბრიუსელში იმყოფებოდა.

როგორც სოფო ლილუაშვილმა „მთავარ არხთან“ საუბარში განაცხადა, ევროპარლამენტარებს უხსნიდა, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არიან და მათ შორის არის ნიკა გვარამია.

„ზუსტად იციან, რომ ნიკა არის პოლიტპატიმარი და დამპირდნენ, ძალისხმევას არ დაიშურებენ ამ უსამართლობის წინააღმდეგ“. –  ამბობს სოფო ლილუაშვილი.

მან მადლობა გადაუხადა მეუღლეს.

„არ შემიძლია შანსი არ გამოვიყენო, არ მივესალმო ჩემ ნიკას და არ ვუთხრა:

ნიკა, ჩვენ კარგად ვართ, მთავარია შენ იყო კარგად და ჩვენ რაც შეგვიძლია და როგორც შეგვიძლია, ისე გავაკეთებთ ყველაფერს, ბავშვებისგანაც მოკითხვა.

ასევე არ შემიძლია, არ გამოვიყენო ეს შანსი და როგორც რიგითმა მოქალაქემ მადლობა არ გადავუხადო პირადად ნიკა გვარამიას,  ევროინტეგრაციაში შეტანილი წვლილისთვის, რასაც ხაზგასმით მესაუბრებოდნენ მაღალი რანგის პოლიტიკოსები და რითაც უსაზღროდ მადლობელი ვიყავი და ამისთვის მადლობა ნიკას. მადლობა, რომ მომეცი  იმის შესაძლებლობა, რომ ეს განცდა მქონოდა“.  – მიმართა სოფო ლილუაშვილმა მეუღლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g