LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ შემიძლია ვიჯდე და ვუყურებდე ამას ტელეგრამზე, ან ტელევიზორში“- რას წერს ესპანური მედია ალეკო ელისაშვილზე

151
Untitled design - 2022-03-28T105123.025

„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი რუსეთ-უკრაინის ომში მოხალისედაა წასული. ამის შესახებ მან ფეისბუკის საკუთარ გვერდზე 13 მარტს დაწერა.

ალეკო ელისაშვილზე სტატიას ესპანური მედია ავრცელებს სათაურით:  “​​ქართველი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი და მისი მეგობრები უკრაინაში, “საერთო მტრის დასამხობად” წავიდნენ”.

გამოცემა წერს, რომ ოფიციალური მონაცემები არ არსებობს, თუმცა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ათასობით უცხოელი იბრძვის, მათ შორის აშშ-დან, საქართველოდან, იაპონიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და კანადიდან.

„მე არ შემიძლია სახლში ვიჯდე და ვუყურო, როგორ ანადგურებენ 21-ე საუკუნის ბარბაროსები, რუსები, უკრაინელებს, კლავენ მშვიდობიან მოქალაქეებს, ბავშვებს, ქალებსა და ახალგაზრდებს. არ შემიძლია ვიჯდე და ვუყურებდე ამას ტელეგრამზე, ან ტელევიზორში…

უნდა ვიბრძოლოთ, რომ ეს ბარბაროსები შევაჩეროთ”,- თქვა ელისაშვილმა.

მანვე გამოცემასთან აღნიშნა, რომ უკრაინასა და საქართველოს საერთო მტერი ჰყავს, რადგან ვლადიმირ პუტინს საქართველოს ტერიტორიის 20% უკვე ოკუპირებული აქვს, ახლა კი ისინი ბომბავენ უკრაინას.

“სწორედ ამიტომ ჩვენ ისინი იარაღით უნდა შევაჩეროთ”,- ამბობს ელისაშვილი.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g