LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ შეშინდეთ, ოპოზიციაში „შემოზელილ” ძველ 90-იანების თაღლითებს დასავლური ღირებულებებით, სასამართლო სისტემის რეფორმებით მოვერევით“ – თაკო ჩარკვიანი

177
თაკო ჩარკვიანი

„ერთი და იგივე „ხალხი“ კორუფციით თუ შავი ფულით, მევახშეური სისტემით და (არა საბანკო , როგორიც დასავლეთშია) არამედ -მევახშეობით მიკროსაფინანსოებთან- სამშენებლო ბიზნესთან „შეკრული“ სისტემით თუ იარაღის და ბინძური ნარკო ბიზნესით ძარცვავენ ამ ქვეყანას წლებია , რომელიც მართლა სამოთხე შეიძლება იყოს“ – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, 30 წელია ერთი და იგივე ადამიანები განახლებული, ოდნავ შეცვლილი იმიჯით ძარცვავენ ქვეყანას.

ჩარკვიანის განცხადებით, „ოპოზიციაში „შემოზელილ” ძველ 90-იანების თაღლითებს სწორედ დასავლური ღირებულებებით და სასამართლო და ზოგადად სისტემის რეფორმებით მოვერევით”.

„რომ დაფიქრდები ადამიანი და არსებულ მოცემულობას დახედავ, რომ სამოთხესავით ქვეყანა გვაქვს და აქედან ქართველები სხვა ქვეყანაში მიდიან გაჭირვების გამო, რომ ბანკებში ჩადებული ბინები გამოისყიდონ, ბავშვები – თაობები იზრდებიან დედების გარეშე, რადგან დედები (მამებიც) გადახვეწილნი არიან , შრომობენ , წვალობენ

რომ შვილებს ფული გამოუგზავნონ სწავლის თუ საკვების თუ ტანსაცმლის, მოკლედ, რომ – ოჯახები გამოკვებონ და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ პრინციპში ერთი და იგივე „ხალხი“ კორუფციით თუ შავი ფულით, მევახშეური სისტემით და (არა საბანკო , როგორიც დასავლეთშია) არამედ-მევახშეობით მიკროსაფინანსოებთან – სამშენებლო ბიზნესთან „შეკრული“ სისტემით თუ იარაღის და ბინძური ნარკო ბიზნესით ძარცვავენ ამ ქვეყანას წლებია , რომელიც მართლა სამოთხე შეიძლება იყოს.

30 წელია ერთი და იგივე მძარცველები განახლებული-ოდნავ შეცვლილი იმიჯით ამაზრზენია უკვე…

კი ბატონო, დიდი პოლიტიკური სანაგვეა, მაგრამ არჩევანი დღეს ასეთია.

ერთ მხარეს უპერსპექტივობა, იზოლაცია, ვეღარც გაწვალებული მშრომელი ემიგრანტების ფული შემოვა ქვეყანაში, ქვეყნის იზოლაციაში დატოვების შემთხვევაში, ცხადია „ვიზალიბერალიზაციაც” გაუქმდება , მივიღებთ გახრწნილ რუსეთთან, ტალახთან ბანდიტებთან და 90-იანების წუმპესთან დაბრუნებას.

კი ბატონო მეორე მხარეს არ არიან ანგელოზები, მაგრამ რუსეთის წუმპე არ უნდათ , მაინც დასავლეთის ვექტორია, კი ბატონო აქაც ბლომად არიან „პოლიტსანაგვეზე” გადასაყრელნი, მაგრამ ამ კანონის უზენაესობას ერთხელ და სამუდამოდ სწორედ დასავლეთის მიერ შემოთავაზებული რეფორმები მოიტანს, ახალგაზრდები მოერევიან, სხვა არჩევანი არ არსებობს!!!

რა ვქნათ ?!ერთი ხომ ზუსტად ვიცით, რომ რუსეთის ხელისუფლება (და მათი მსახურები) ტერორისტი და ჯოჯოხეთია, უბედურებაა, ნაძირალა ოკუპანტია!

ეს აქსიომაა – ფაქტია, უკვე ჩვენს თავზე გადატანილი შეურაცხყოფაა, ქალების და ბავშვების გაუპატიურება და ხოცვაა, ეს ხომ ზუსტად იცის ყველამ ( ნუ იდიოტის და მოღალატის გარდა) ჰოდა ამიტომ საქართველო საკუთარ ოჯახში უნდა დაბრუნდეს, როგორც ძირძველი ევროპელი.

არ შეშინდეთ , ოპოზიციაში „შემოზელილ” ძველ 90-იანების თაღლითებს კი სწორედ დასავლური ღირებულებებით და სასამართლო და ზოგადად სისტემის რეფორმებით მოვერევით.

ფაქტია 26 ოქტომბერს -ეს -ოცნების „არაქართული ოცნება” უნდა გავისტუმროთ პოლიტიკურ სანაგვეზე!

და ციხეში რომ მესამე პრეზიდენტ სააკაშვილს ანადგურებენ ( ქვეყნის სამარცხვინოდ) , რეფორმირებული სასამართლოთი, ევროპის მიერ შემოთავაზებული 9 პუნქტის შესრულებით ,კანონის უზენაესობით მასაც ეშველება უთუოდ! სხვაგვარად არ გვეკადრება საქართველოვ!“. – წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.

რომ დაფიქრდები ადამიანი და არსებულ მოცემულობას დახედავ, რომ სამოთხესავით ქვეყანა გვაქვს და აქედან ქართველები სხვა…

Posted by Tako Charkviani on კვირა, 29 სექტემბერი, 2024

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g