იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია, მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსი არავინ უნდა უკარნახოს. ამ განცხადებით ეკა ბესელია ემრე ჩაბუქის საქმეს ეხმიანება, რომლის ექსტრადირების მოთხოვნაზე სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს უნდა მიიღოს.
“მესმის, რომ ამ საქმის მიმართ არის დიდი ინტერესი და მნიშვნელოვანია, რომ ასეთი საქმეები, რომლებსაც ახლავს განზოგადოების დატვირთვა, ტესტიც არის ხოლმე. ჩვენ პოლიტიკოსებმა არ უნდა მივუთითოთ სასამართლოს როგორი უნდა იყოს ამ საქმეზე დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილება. ერთადეთი კომენტარი რაც შემიძლია გავაკეთო ის არის, რომ გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციის და ევროპული კონცენციის სტანდარტებს” – თქვა ბესელიამ.