LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ ვაღიარებთ კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას და დავით დოიაშვილს არ ვუშვებთ“ – „ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის“ დასი

289
2025-04-17_01-55-30_886776

არ ვაღიარებთ არალეგიტიმური კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას და ჩვენ, ამ თეატრის დასი, დავით დოიაშვილს არ ვუშვებთ, – ამის შესახებ ნათქვამია „ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის“ დასის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც მსახიობმა კახა კინწურაშვილმა წაიკითხა.

განცხადების თანახმად, დავით დოიაშვილის გაათავისუფლეს, რადგან მან გაბედა და ხმა აიმაღლა უსამართლობის წინააღმდეგ.

„დღეს არალეგიტიმურმა კულტურის სამინისტრომ ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა დავით დოიაშვილი, რადგან მან გაბედა და ხმა აიმაღლა უსამართლობის წინააღმდეგ, რის წინაშეც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ვდგავართ. დავით დოიაშვილზე თავდასხმა არის თავდასხმა თითოეულ ჩვენგანზე. ეს არის დასჯა სოლიდარობისთვის, თანადგომისთვის და თავდასხმა თითოეულ ხელოვანზე, რომელიც ემსახურება ხალხს და სახელმწიფოს.

ჩვენ, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასი, რომლის წევრიც ამჟამად უსამართლო ტყვეობაშია, წინსვლას და განვითარებას დავით დოიაშვილის ხელმძღვანელობის გარეშე ვერ ვხედავთ. არ ვაღიარებთ არალეგიტიმური კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას და ჩვენ, ამ თეატრის დასი, დავით დოიაშვილს არ ვუშვებთ. ვდგავართ მასთან ერთად და ვიდგებით გამარჯვებამდე“, – ნათქვამია დასის საერთო განცხადებაში, რომელიც მსახიობმა კახა კინწურაშვილმა წაიკითხა.

ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

დათა თავაძე: „მორჩა შეფასებების დრო! მივდივარ ახალ თეატრთან! ყველა იქ დამხვდით, ან არადა არაფერს აზრი აღარ ჰქონია!!!“

ნათია ფანჯიკიძე: „რამდენი ხელმძღვანელი იცით, რომელიც უსამართლოდ დაჩაგრულ თავის თანამშრომელს ბოლომდე გამოექომაგება და თანამდებობასაც დაკარგავს? რამდენი რეჟისორი გვყავს დღეს, რომლის სპექტაკლებზეც მუდმივად ანშლაგია?

„დოი გაუშვეს და ჩვენ თეატრი აღარ გვაქვს!“ – გიგა დათიაშვილი

magti 5g