LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ ვამბობ, რომ ქალმა სქესობრივი ცხოვრება 40 წლის ასაკში უნდა დაიწყოს“ – მადონა ჯუღელი

1415

ექიმი-გინეკოლოგი, საქართველოს კოლპოსკოპიის ფედერაციის პრეზიდენტი მადონა ჯუღელი ქალბატონებს ხშირად სთავაზობს  რჩევებსა და რეკომენდაციებს საკუთარი ბლოგის მეშვეობით. რა უნდა გაითვალისწინოს ქალმა​ ​სქესობრივი ცხოვრების დაწყების დროს, ამ თემაზე რეკომენდაციების სერიას ცნობილი გინეკოლოგი საიტზე http://colposcopy.ge, გვაძლევს. მადონა ჯუღელის თქმით. სექსუალური ცხოვრება უნდა დაიწყოს მაშინ, როდესაც ადამიანი ამისთვის მზადაა. აქ იგულისხმება ფსიქოლოგიური და ინფორმაციული მზადყოფნა:

„​ყველაფერს თავისი ასაკი აქვს და არ ვამბობ, რომ ქალმა სქესობრივი ცხოვრება 40 წლის ასაკში უნდა დაიწყოს. არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ სექსი მხოლოდ ცხოველური ინსტინქტების დასაკმაყოფილებლად არის საჭირო. ჩვენ ხომ არ ვართ ცხოველები. სქესობრივი ცხოვრება, რომელსაც საფუძვლად არც ერთმანეთის პატივისცემა უდევს და არც სიყვარული, ფსიქოლოგიურ პრობლემებს ავითარებს. დღეს სამაგალითო ევროპაში ძალიან ხშირია სუიციდები და მსგავსი პრობლემები წამოვა საქართველოში. ფსიქოსომატური დაავადებების ძალიან დიდი ნუსხა მოდის სწორედ აქედან, არასწორი სქესობრივი ცხოვრებისგან, ხშირი კონტაქტებისგან და პარტნიორების ცვლისგან. ადრე დაწყებული სქესობრივი ცხოვრება, მაგალითად, 15 წლის ასაკში, ძალიან დიდ პრობლემებს ქმნის“, – წერს მადონა ჯუღელი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g