LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ ვაპირებ მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი – ვშიმშილობ, სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა“ – მზია ამაღლობელის წერილი

129
BeFunky-collage0კ,პ654=9 (84)

ვშიმშილობ, სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა, – აღნიშნულის შესახებ ვკითხულობთ მზია ამაღლობელის მიერ დაწერილ წერილში, რომელიც რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას ხელოვანებმა წაუკითხეს.

მისივე თქმით, რეჟიმის დღის წესრიგის მიღებას არ აპირებს.

„არ ვაპირებ მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი. ვშიმშილობ. სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა. ჩემს მოცემულობაში ყველა შეიძლება აღმოჩნდეს, ვისაც რუსული გავლენებისგან თავისუფალ საქართველოში უნდა ცხოვრება“, – ნათქვამია მზია ამაღლობელის მიერ დაწერილ წერილში.

ცნობისათვის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით, ადვოკატებმა შუამდგომლობა 12 თებერვალს წარადგინეს.

მზია ამაღლობელი უკვე 35-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

მზია ამაღლობელი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკა „ვივა მედში“ სამედიცინო კვლევების ჩატარების მიზნით გადაიყვანეს.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

„დიდია პაციენტის მდგომარეობის სწრაფი დამძიმების რისკი, ძალიან მალე შეიძლება განვითარდეს პოლიორგანული უკმარისობა და სიცოცხლისთვის რეალური საფრთხე“ – ომბუდსმენის ექიმთა ჯგუფი მზია ამაღლობელის შესახებ

„წარვადგენთ შუამდგომლობას მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით“ – დაკავებული ჟურნალისტის ადვოკატები

ზურაბ ჩხაიძე: „მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, კლინიკაში მონიტორინგის პროცესი უგრძელდება“

„მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დაუშვებლად სცნო“ – ნონა ქურდოვანიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g