LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ ვარ დარწმუნებული, რომ ბატონი ბექა დავითულიანი ყველა მისი პარტიელის პოზიციას აჟღერებს: ანა აბაშიძე

142
53645706897 (2)

„არ ვარ დარწმუნებული, რომ ბატონი ბექა დავითულიანი ყველა მისი პარტიელის პოზიციას აჟღერებს“, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობისა და სახალხო დამცველობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ანა აბაშიძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

დავითულიანის განცხადებით, უმრავლესობა მზად არის, ჯანეზაშვილისა და აბაშიძის გარდა, ომბუდსმენად ნებისმიერი კანდიდატი განიხილოს

მისი თქმით, იმედოვნებს, რომ  ხელისუფლება მიიღებს დამოუკიდებელი კანდიდატის არჩევის გადაწყვეტილებას.

„არ ვიცი რას ფიქრობს მმართველი გუნდი, ერთი დეპუტატის მოსაზრებით არ ვიმსჯელებ, იმიტომ, რომ ეს შეიძლება საერთოდ არ გამოხატავდეს დანარჩენი კოლეგების მოსაზრებას. უბრალოდ ვიმედოვნებ, ძალიან ღიად არ ეტყვიან საზოგადოებას, რომ ჩვენ არ გვსურს დამოუკიდებელი კანდიდატი. შეუძლია გამოხატოს კრიტიკა თავისუფლად. მეორე მხრივ, ვიმედოვნებ, რომ გამოხატვის თავისუფლების გამო დემოკრატიულ ქვეყანაში ადამიანებს არ აეკრძალებათ საჯარო სამსახურში მუშაობა. პრაქტიკულად ამის რისკი დგას. უნდა ვინანო ის, რომ როგორ გამოვთქვი ჩემი აზრი.

„დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ეს ინსტიტუტი დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს” – ნინო ლომჯარიამ სახალხო დამცველის პოსტზე მუშაობა დაასრულა

მას უფლება აქვს ჰქონდეს ასეთი მოსაზრება მაგრამ ვიმედოვნებ მთლიანობაში, პოლიტიკური გუნდი იმაზე უფრო გამჭრიახი და ჭკვიანი იქნება, ვიდრე ამას ელის საზოგადოება და მიიღებს ზუსტად იმ გადაწყვეტილებას, რომელიც კონკრეტული სუბიექტური ინტერესების ან წყენების გამტარებელი არ იქნება.

რომ არ მქონდეს ამის იმედი, ამ განცხადებების ფონზე დღესვე ჩემი ნებით ჩავეხსნებოდი პროცესს. ამიტომ, არ ვფიქრობ, რომ ეს პროცესი ჯერჯერობით წყალწაღებულია“, – განაცხადა ანა აბაშიძემ.

პროცესი არაჯანსაღია, იკვეთება ინტერესთა კონფლიქტი – არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ უმრავლესობას გასაუბრების შედეგად ღირსეული, კვალიფიციური და  კეთილსინდისიერი კანდიდატის შერჩევა სურს: ნაზი ჯანეზაშვილი

როგორ მიმდინარეობს ომბუდსმენის შერჩევის პროცესი: „ფორტუნასთან” ერთ-ერთი კანდიდატი, გიორგი ბურჯანაძე საუბრობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები