ბოლო დღეების განმავლობაში ვარსკვლავების „ინსტაგრამებზე“ არ წყდება ულამაზესი თაიგულების ფოტოების კასკადი. გამონაკლისი არც ირინა შეიკი გახლავთ, რომელმაც ვალენტინობაზე უმშვენიერესი ვარდისფერი და ყვითელი ვარდების თაიგული მიიღო.
თუმცა, როგორც ჩანს, 39 წლის მოდელი არ დარჩა კმაყოფილი თაიგულის გამომგზავნის ვინაობით და ის ნაგვის ურნაში მოისროლა.
მან „სთორიში“ ორო ფოტო გაავრცელა. ერთი თაიგულის, ხოლო მეორე „სელფი“ რომელსაც თან დაურთო წარწერა: „მე შენი ვალენტინი არ ვარ“.
აღსანიშნავია, რომ ტომ ბრედისთან განშორების შემდეგ, უცნობია, თუ ვის ხვდება ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი. მისი პირადი ცხოვრება ბურუსითაა მოცული.
39 წლის ირინა შეიკი „პარიზის მოდის კვირეულზე“ ბრწყინავს – უახლესი ფოტოები „ინსტაგრამიდან“

