LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ ველი, რომ საქართველო დადგება რომელიმე პროდუქციის დეფიციტის წინაშე, რომელიც რუსეთიდან მოდიოდა აქამდე – ვახტან ჭარაია

65
1556108846-Wara

საქართველო არ დადგება რომელიმე პროდუქციის დეფიციტის წინაშე, რომელიც აქამდე რუსეთიდან მოდიოდა, – საკითხზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა, ვახტანგ ჭარაიამ „ქრონიკაში“ ისაუბრა.

„მე არ ველი, რომ ევროკავშირი, ან თუნდაც საქართველო დადგება რომელიმე პროდუქციის დეფიციტის წინაშე, რომელიც რუსეთიდან მოდიოდა აქამდე, რადგან ჩვენ, მეტ-ნაკლებად, გვაქვს იმისი რესურსი, როგორც ტექნიკური ასევე ფინანსური, რომ დავაბალანსოთ რუსეთიდან ვერმიღებული ესა თუ ის პროდუქტი, მაგრამ მსოფლიოში უამრავი ქვეყანაა, ვისაც არ აქვს ასეთი ტექნიკური შესაძლებლობა“, – აღნიშნა ჭარაიამ.

მისივე განმარტებით, ბევრ ქვეყანას შეიძლება სასურსათო დეფიციტი შეექმნას და შესაბამისად, შიმშილიც კი დაემუქროს. „მდგომარეობა ცუდია“, – დასძინა „ქრონიკაში“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები