LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ ველოდები გამოძიების დაწყებას, იმ ადამიანმა მადლობა უნდა გადამიხადოს“ – კახა კალაძე

151
კალა 22

დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ არ ელოდება ვარკეთილში მომხდარ ინციდენტზე გამოძიების დაწყებას. კალაძის თქმით, აქტივისტი მერიაში იმყოფებოდა და ავტოგრაფიანი მაისურიც მიიღო.

„არ ველოდები, რომ გამოძიებას დაიწყებს იმიტომ, რომ ინციდენტიც არ ყოფილა. პირიქით, კონკრეტულმა ადამიანმა ვისზეც თქვენ საუბრობთ, მადლობა უნდა გადამიხადოს, რომ გადავარჩინეთ ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეების მხრიდან, რომ ისინი ერთმანეთს არ დაპირისპირებოდნენ და არ ეცემათ. სხვათა შორის, ჩემთანაც იყო მერიაში მოსული და ძალიან კმაყოფილი დაბრუნდა, ავტოგრაფიანი მაისური მიიღო“, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში, 5 ივნისს თბილისის მერსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. “ანას ბაღის” დამცველები და მოძრაობა “შეცვალეს” წევრები აცხადებენ, რომ დედაქალაქის მერს დიღმის ჭალებთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვეს, თუმცა კალაძემ მათ ხელი დაარტყა. ერთ-ერთი აქტივისტის განცხადებით, „კალაძემ მაისური შემოახია”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები