რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში ისაუბრა. ზურაბიშვილი „არ ფიქრობს, რომ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ჩამოსვლა უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე გვაყენებს“.
მისი განმარტებით, „საქართველო ტოლერანტული ქვეყანაა, რაც ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ღირებულებაც არის და თუ ისინი მშვიდობიანი ზრახვებით ჩამოვლენ, მათ მიესალმება“.
„არ ვფიქრობ, რომ უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე ვართ, არ ვეთანხმები ამ ხედვას. ვფიქრობ, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან, უკმაყოფილოები არიან იმ იმიჯით, რასაც მათ მთავრობას აქვს დღეს და სავარაუდოდ მათ მეტად იზიდავთ მეზობელი ქვეყნები. ჩვენ ტოლერანტული ქვეყანა ვართ, ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ღირებულებაცაა და თუ ისინი მშვიდობიანი ზრახვებით ჩამოვლენ, მათ მივესალმებით. მე რომ ვიყო რუსეთში დღეს, არ ვიქნებოდი ამით ამაყი“, – თქვა პრეზიდენტმა.