LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ ვფიქრობთ, რომ რუსეთზე დამოკიდებულება საფრთხეს შეგვიქმნის“ – რატომ ელოდებიან საქართველოში საწვავის გაიაფებას, მაშინ როცა მსოფლიოში ნავთობის ფასი ისევ გაიზარდა /„ბიზნესკურიერის“ პოდკასტი

18
ნავთობი

საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი ისევ იზრდება.
წინა კვირაში OPEC-მა ნავთობის მიწოდების დღიური მოცულობის 2 მილიონი ბარელით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო, რამაც პირდაპირი გავლენა იქონია ბირჟაზე.
საქართველოში კი საწვავის ფასი აგვისტოდან მოყოლებული ნელ-ნელა, მაგრამ მაინც მცირდება, ტენდენციის ოქტომბერში გაგრძელებას ელოდება კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.

რა მოლოდინი აქვთ ნავთობპროდუქტების იმპორტიორებს?

 „ბიზნესკურიერში“ გიორგი კეპულაძესთან ერთად ვანო მთვრალაშვილი – „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე საუბრობს.

 

– ბატონო ვანო, აგვისტოდან ნავთობის ფასები ნელ-ნელა იკლებს. მოლოდინია, რომ ოქტომბერში კიდევ უფრო დაიკლებს. ფასების კლება გამოიწვია საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების კლებამ და ლარის კურსის სტაბილურობამ. ბოლო პერიოდი სტაბილურადაა 2.8-ის ნიშნულზე.

როგორი მოლოდინი გაქვთ, ფიქრობთ თუ არა, რომ საერთაშორისო ბაზარზე ფასის გაზრდა საქართველოშიც გამოიწვევს ნავთობზე ფასის ზრდას?

– ნავთობზე ფასების შემცირება საკმაოდ შთამბეჭდავია. ჩვენ ვხედავთ, რომ ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე დიზელის ფასი საკმაოდ დაბალია.  არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე, დიზელის ფასი ლარზე უფრო მეტი მოცულობით არის შემცირებული.

შემცირდა ბენზინის ფასებიც. ვხედავთ, რომ მისი ფასი არაბრენდირებულ სადგურებზე, სამლარიან ნიშნულს ჩამოსცდა.
სწორედ აღნიშნეთ, რომ ამის განმაპირობებელი იყო გამყარებული ლარი და გარდა ამისა გლობალურ ბაზრებზე ფიქსირდებოდა ფასების შემცირება.
ბარელი ნავთობის ფასი ლონდონში 85 დოლარის ფარგლებში იყო. პანდემიის დროს მოგეხსენებათ, OPEC აქტიურად ამცირებდა ნავთობის მოპოვებას.

მაშინ დაფიქსირდა ერთჯერადად ასეთი შემცირება და ახლა მეორედ. მათი მოლოდინია, რომ ნავთობზე ფასი არათუ უნდა შემცირდეს, უნდა გაიზარდოს.

მსოფლიოში ბარელ ნავთობზე ფასი გაზრდილია, თუმცა ამ მოცემულობის მიუხედავად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ოქტომბრის თვეში საქართველოში საწვავის ფასები შემცირდება. ქსელურ დიდ კომპანიებში აუცილებლად გაგრძელდება ფასის კლება. შეიძლება 5-10 თეთრით, მაგრამ ფასები შემცირდება.

რაც შეეხება არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებს, აქ შეიძლება უფრო რთულად იყოს ვითარება, გამომდინარე იქიდან, რომ პატარა კომპანიებს არ აქვთ მარაგები და შესაბამისად თუ საბითუმო ბაზარზე ფასების ცვლილება მატებისკენ მოხდა, შეიძლება არაბრენდირებულებს გაუჭირდეთ ფასების შემცირება.

ფასების მომატებაზე მე არ ვსაუბრობ. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ნავთობზე ფასები დღეს გაზრდილია, უახლოეს პერიოდთან მიმართებით ოპტიმისტური მოლოდინები მაქვს. ფასი პირველ პერიოდში თუ არ შემცირდება, სტაბილურად ამ ნიშნულზე მაინც შენარჩუნდება.

–  რუსეთ-უკრაინის ომი თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ფაქტობრივად ჩვენს რეგიონშია. მას შემდეგ რაც რუსეთმა ბირთვული მუქარა განაახლა და მას აშშ-მა საკმაოდ ხისტად უპასუხა, რომ დამანგრეველ პასუხს მიიღებს, ამან საერთაშორისო ფასებზე შეშფოთება გამოიწვია.

ეს რა თქმა უნდა, ფასს გაზრდის. მაგრამ თუ ლარი შეინარჩუნებს კურსს, ამან შეიძლება ისე იმოქმედოს, რომ ფასები არ გაიზარდოს ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე.

– თავისთავად ომის ფაქტორი მოქმედებს. რა თქმა უნდა, რეცესიასთან დაკავშირებული მოლოდინები იყო. შესაბამისად OPEC პლუსი ჩაერია ამ ამბავში ხელოვნურად. მიიღო გადაწყვეტილება 2 მილიონი ბარელით წარმოების შემცირების.

დღეს მიმდინარე პროცესები, გართულებული და გამძაფრებული საომარი მოქმედებები რუსეთ-უკრაინას შორის, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ნავთობზე ფასების გაზრდას.

ჩვენი ძირითადი მომწოდებელი  ბოლო პერიოდში  რუსეთის ფედერაციაა.
ბოლო 2 თვის განმავლობაში იმპორტირებული პროდუქტის 60-70 %  სწორედ ამ ქვეყანაზე მოდის. რუსეთიდან ფიქსირებული ფასით მოდის ნავთობი. ამიტომ მსოფლიოში ნავთობზე ფასი იზრდება თუ კლებულობს, დიდ გავლენას არ ახდენს იმპორტირებული პროდუქტის ფასზე.

დღეს საერთაშორისო ფასი პლაცის მიხედვით დიზელის შემთხვევაში არის 1220 დოლარი,  ხუთი დღის უკან მისი ფასი 1000 დოლარიან ნიშნულს იყო ჩამოცდენილი. ანუ ტონაზე  ფასი 200 დოლარზე მეტითაა გაზრდილი.  თუ ჩვენ ამ პროდუქტს შემოვიტანთ საერთაშორისო ბაზრიდან, რა თქმა უნდა, ეს ადგილობრივ ბაზარზე სურათს რადიკალურად შეცვლის.

თუ ლარის კურსი შენარჩუნებული იქნება, საერთაშორისო ფასთან დამოკიდებულება პირდაპირი და ცალსახა აღარაა, რადგან ძირითადი მომწოდებელი პროდუქტის რუსეთია.

მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფო ორგანიზაციები საერთაშორისო ფასზეა დამოკიდებული. პირობაც არის განმსაზღვრელი ყოველთვიური შესყიდვების, რომ ის დამოკიდებულია პლაცის ფასებზე.

ამავდროულად მინდა გითხრათ, რომ ევროპული პროდუქტის ხარისხით არ ჩამოუვარდება.

რა თქმა უნდა, კომპანიებიც იზღვევენ თავს და დიდი ნაწილი სწორედ რუსეთიდან ახორციელებს პროდუქციის იმპორტს.

 

 

– ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ჩვენ დამოკიდებულები ვხდებით რუსეთის ბაზარზე? რუსეთი მტრულად განწყობილი ქვეყანაა და ეს რამე რისკებს ხომ არ აჩენს?

– კი გეთანხმებით, რა თქმა უნდა, ეს რისკის მატარებელია, რადგან სიტყვაზე, თუ რუსეთიდან არ  შემოვა პროდუქტი, ჩვენ დავუბრუნდებით ევროპულ პროდუქტს, რომელიც ვფიქრობ, რომ პრობლემური არ იქნება. გადაწყობა შეიძლება.

თუ რუსეთიდან არ იქნება იმპორტი, შეიძლება, რომ პატარა კრიზისი შეიქმნას მცირე დროით და ბაზარი გადაეწყობა ევროპულ ქვეყნებზე, მათ შორის თურქმენეთზე.

ბევრ ალტერნატივას ვნახავთ და მთლიანობაში ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ რუსეთზე დამოკიდებულება საფრთხეს შეგვიქმნის, რადგან ნებისმიერ დროს კომპანიებს შეუძლიათ ალტერნატივის ნახვა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g