LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ ვიცი, დადგება თუ არა ჩვენთვის ხვალინდელი დღე, ხალხი კვდება, ზოგი ტყვიისგან, ზოგი შიმშილით, დაასრულეთ ეს კოშმარი! – აზოვის პოლკის ექიმი თურქეთის პრეზიდენტს მიმართავს

155
Untitled design (1)

უკრაინის ქალაქ მარიუპოლში კვლავ რთული ვითარებაა.

“აზოვსტალის” რაიონზე იერიშები განახლდა. უკრაინის გენშტაბის ცნობით, მტერი ქარხნის ტერიტორიაზე კონტროლის მოპოვებას ცდილობს.

პარალელურად, აზოვის პოლკი ავრცელებს მორიგ ვიდეომიმართვას, რომელშიც ექიმი თურქეთის პრეზიდენტს დახმარებას სთხოვს:

“არ მახსოვს ომის მერამდენე დღეა, ხალხი კვდება, ზოგი ტყვიისგან, ზოგი შიმშილით, ზოგს მედიკამენტები არ ჰყოფნის, საშინელ ვითარებაში არიან.

არ ვიცი, დადგება თუ არა ჩვენთვის ხვალინდელი დღე, დრო არ გვაქვს, მე ყირიმელი თათარი ვარ – მუსლიმი, ჩვენ მუდმივად გვბომბავენ საჰაერო იერიშებით ზღვიდან და ხმელეთიდან.

უკრაინასა და თურქეთს ყოველთვის ჰქონდათ მჭიდრო ურთიერთობა, თქვენ ქვეყანას რეგიონში დიდი წონა აქვს. ჩვენ უკვე აღარ ვიცით ვის მივმართოთ და პირადად თქვენ მოგმართავთ – გთხოვთ, განახორციელოთ “აზოვსტალიდან” ყველა მოქალაქის გაყვანის პროცესი, მათ შორის სამხედროების, დაასრულეთ ეს კოშმარი!

ომამდე სიკვდილი არასდროს მინახავს. ვმუშაობდი სასწრაფოში. ყოველთვის ვეხმარებოდი ადამიანებს ყველაფრით, რაც შემეძლო. მაგრამ აქ ძალიან მტკივნეულია, როცა ვუყურებ, როგორ გვაკვდებიან ადამიანები ხელში მხოლოდ ანტიბიოტიკების ნაკლებობის გამო, 2022 წელს.

გთხოვთ, განახორციელოთ აზოვსტალის ტერიტორიიდან ყველა ადამიანის, მათ შორის სამხედროების გაყვანის პროცედურა. შეაჩერეთ ეს კოშმარი. თქვენგან მხოლოდ 263 კილომეტრში, ზღვის გადაღმა, ანადგურებენ ადამიანებს, რომლებიც იცავენ თავიანთ მიწას, ქალებსა და ბავშვებს” – ამბობს ვიდეომიმართვაში ექიმი.

დღესვე, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “აზოვსტალის” ქარხნიდან, ქალაქ მარიუპოლიდან და მიმდებარე ტერიტორიებიდან 500-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

mazda magti 5g