LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ ვიცი, დაკითხეს თუ არა…” – ხატია დეკანოიძემ პოლიციის განყოფილება დატოვა

90
BeFunky-collage (12)

“მითხრეს, რომ მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების ფარგლებში ვერ გამიმხელდნენ არის თუ არა ეს ადამიანი დაკითხული”, – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ, პოლიციის განყოფილებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

“საკმაოდ ამომწურავად ვისაუბრეთ ყველაფერზე. მოვუყევი მე რა საფრთხეს ვხედავ, როგორია მისი დამოკიდებულება სოციალურ ქსელში. ზოგადად თქვეს, რომ იდენტიფიცირებულია ადამიანი, მაგრამ რა იქნება შემდგომი ნაბიჯები არ ვიცი, ალბათ, შემდგომი ნაბიჯი უნდა იყოს მოწმეების დაბარება, — განაცხადა ხატია დეკანოიძემ მთავარ არხთან.

საქმე ეხება გუშინ მომხდარ შემთხვევას, როდესაც ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს მას უცნობი ადამიანი თავს დაესხა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g