მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ყველასათვის საყვარელი ფილმიდან – ნათლიმამა საუნდტრეკს ასრულებს.
მუსიკა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ემოციურად დატვირთულია კინომუსიკის ისტორიაში, ნინიმ გამომწერებს სოციალურ პლატრომა ტიკ-ტოკში შესთავაზა.
ნინო როტას შედევრს, რომელიც ფრენსის ფორდ კოპოლას მიერ გადაღებული ტრილოგიისთვის შეიქმნა, ნინი შერმადინი არაჩვეულებრივად ასრულებს.
„არ ვიცი რა ძალამ შეაქმნევინა ფრენსის ფორდ კოპოლას ან ეს ფილმი და ან ნინო როტას ეს მელოდია ან რა ძალამ დააწერინა მარიო პიუზოს არ ვიცი… ყველა დროის ყველაზე საუკეთესო ნაწარმოებია, მსახიობებზე აღარ ვისაუბრებ“, – წერს ნინი შერმადინი.