LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ ვიცი, რა სასწაული უნდა მოხდეს, რომ ის დაუბრუნდეს საწყის მდგომარეობას.. იმდენად სუსტად არის“ – გიული ალასანია სააკაშვილზე

139
გიული

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უცვლელია. მისი თქმით, ექსპრეზიდენტს ისევ აქვს ტემპერატურა, წნევა და ძლიერი სისუსტე აღენიშნება.

„ასეთი შემოვიდა ამ საავადმყოფოში?! იმდენად სუსტად არის, რომ მე არ ვიცი რა სასწაული უნდა მოხდეს რომ ის დაუბრუნდეს საწყის მდგომარეობას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, რაღაც შანსი უნდა მიეცეს.“ – განუცხადა კლინიკა „ვივა მედთან“ მისულმა გიული ალასანიამ ჟურნალისტებს.

ალასანია სააკაშვილზე: „ადამიანი ჩონჩხად გადაიქცა“

გარდა ამისა, მან მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივრის გაგზავნაზეც ისაუბრა. გიული ალასანიას ინფორმაციით, ევროსასამართლომ დოკუმენტი ჩაიბარა, თუმცა მომდევნო ნაბიჯები ჯერჯერობით უცნობია.

„მოვთხოვთ დროებით გადავადებას, რომ მიეცეს ადამიანს ჯანმრთელობის მდგომარეობის აღდგენის საშუალება“, – აღნიშნა გიული ალასანიამ სტრასბურგში გაგზავნილ საჩივართან დაკავშირებით.

The Guardian – პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საავადმყოფოში სიკვდილს უახლოვდება 

ალასანია შვილზე: ვიზუალურად მძიმე სანახავია, მითხრა, ძალა არ მაქვსო…გუშინ მოვიდნენ მასთან, ეზოდან მიულოცეს, ძალიან ესიამოვნა 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g